Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მარტის თვეში გაცემული განკარგულების თანახმად, 1 აპრილიდან საწვავის ლიმიტი შემცირდა და ადმინისტრაციულმა და საოფისე დანახარჯებმა მოიკლო ქუთაისის თვითმმართველობაში. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის საფუძველზე მერიამ, გასულ წელთან შედარებით, 1 მილიონი ლარით ნაკლები უნდა დახარჯოს, რის გამოც საჯარო მოხელეები ავტომანქანებით სარგებლობისას 3 ტონა ბენზინით ნაკლებ საწვავს მოიხმარენ. ქუთაისის მერის ინფორმაციითვე, მიმდინარე წელს ასევე არ იგეგმება საოფისე რბილი ავეჯის შეძენა.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა 11 ახალ ავტომანქანას აღარ შეიძენს. შესყიდვების გეგმაში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, 80-მდეამორტიზებული ავტომობილის სანაცვლოდ 175 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი აღარ გამოცხადება, არსებული ავტომობილების რემონტისთვის კი 50 ათასი ლარი გამოიყოფა. საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი უკლება ხარჯების შესამცირებლად ადგილობრივ თვითმმართველობას რჩევას აძლევს.

როგორც ქუთაისის მერი შოთა მურღულია განმარტავს, ახალი ავტომობილების შესაძენად გამოსაცხადებელი ტენდერი საზოგადოებრივი განსჯის საგნად იქცა და ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადაწყვეტილება შეცვალა.

ადმინისტრაციული ხარჯის შესამცირებლად საკომუნიკაციო და საწვავის ლიმიტების შემცირებას აპირებენ ქუთაისის საკრებულოშიც. როგორც საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი ლევან გოგელაშვილი განმარტავს, აღნიშნული ხარჯის შემცირებით 1 აპრილიდან წლის ბოლომდე დაახლოებით 22 ათასი ლარის ეკონომია გაკეთდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG