Accessibility links

logo-print

26 ივლისიდან 1 აგვისტომდე თბილისი ევროპის მეცამეტე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ამ დღეების განმავლობაში 50 ქვეყნის 18 წლამდე ასაკის 4 000 სპორტსმენი ერთმანეთს სპორტის 9 სახეობაში შეეჯიბრება.

კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 23 ივლისის გადაწყვეტილება იყო. თითქმის 4 თეთრით გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის რეგიონებში. ახალი ტარიფით გადასახადის გადახდა მოსახლეობას 1 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე მოუწევს. თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა განმარტავს:

„ძირითადად ტარიფის კორექტირება იყო განპირობებული იმ კომპონენტებით, რომელშიც ვალუტის კურსის ცვლილება გავლენას ახდენს. ეს იყო ძირითადად თბოელექტროსადგურები და იმპორტირებული ელექტროენერგია. ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას“.

”ენერგო-პრო ჯორჯია” ელექტროენერგიით საქართველოს ტერიტორიის 70 %-ს ამარაგებს რეგიონებში და თითქმის მილიონ აბონენტს ითვლის.

26 ივლისიდან 1 აგვისტომდე თბილისი ევროპის მეცამეტე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ამ დღეების განმავლობაში 50 ქვეყნის 18 წლამდე ასაკის 4 000 სპორტსმენი ერთმანეთს სპორტის 9 სახეობაში შეეჯიბრება...

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის და რამდენი თეთრით გაძვირდება ელექტროენერგია დედაქალაქში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სამომხმარებლო ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, სემეკში განაცხადი შეიტანა "თელასმაც".

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გამო სოციალურად დაუცველი 208 000 ოჯახისთვის 20 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდია გამოიყოფა:

„ტარიფის კორექტირება, როგორც სემეკი განმარტავს, განაპირობა სწორედ გადაუდებელმა აუცილებლობამ. ამიტომ, მთავრობის ვალდებულებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდის სრულად სუბსიდირება მოგვეხდინა, რათა ეს პროცესი რაც შეიძლება ნაკლებ ტვირთად დააწვეს ჩვენს მოსახლეობას“.

ამ კვირაში ისევ აქტუალური თემა იყო საზღვარი. 21 ივლისს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა სოფელ ხურვალეთსა და წითელუბანთან საოკუპაციო ხაზის ის მონაკვეთი მოინახულა, სადაც რუსეთმა ბოლო ხანებში ახალი სადემარკაციო ნიშნები დაამონტაჟა. დონალდ ტუსკი ამ პროცესს მიიჩნევს პროვოკაციად, რომელსაც ქართულმა მხარემ ემოციებით არ უნდა უპასუხოს:

დასავლეთს და, მათ შორის, ევროკავშირს არა აქვს არანაირი ბერკეტი, რომ რაღაც ზეწოლა განახორციელოს რუსეთზე და შეაცვლევინოს გადაწყვეტილებები და მოახსნევინოს ზეწოლა, რომელსაც ის ახორციელებს მეზობლებზე და, მათ შორის, საქართველოზე...

„ძალიან მნიშვნელოვანია, – არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისა და მთელი ევროპისთვის, – რომ ამ პრობლემას მივუდგეთ პასუხისმგებლობითა და ცივი გონებით ... ერთადერთი, რასაც პროვოკაციის ავტორები ისურვებდნენ, ეს არის გადაჭარბებული რეაქციის მიღება... ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ვიყოთ მტკიცე, მაგრამ ასევე – პასუხისმგებლობით აღსავსე“.

რაც შეეხება საქართველოს გამო სანქციების დაწესებას, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ამ შანსმა უკვე ჩაიარა:

„დასავლეთს და, მათ შორის, ევროკავშირს არა აქვს არანაირი ბერკეტი, რომ რაღაც ზეწოლა განახორციელოს რუსეთზე და შეაცვლევინოს გადაწყვეტილებები და მოახსნევინოს ზეწოლა, რომელსაც ის ახორციელებს მეზობლებზე და, მათ შორის, საქართველოზე... ჩვენ ამის შანსი გვქონდა 2008 წლის (ომის) შემდეგ და მაშინ არ მოხდა სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, სტრატეგიული სიტუაციიდან გამომდინარე, რომ დასავლეთს არ სურდა გაეფუჭებინა ურთიერთობა საქართველოს გამო. ამის შემდეგ ეს მომენტი, ბუნებრივია, დაიკარგა. და ახლა ეს ძალიან რთულია, რადგანაც, სამწუხაროდ, საქართველოს კონფლიქტი არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელია ახლა სანქციების თემის წამოწევა“.

საქართველოს პარლამენტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის სხდომა

საქართველოს პარლამენტმა 24 ივლისის რიგგარეშე სესიაზე საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წარდგენილი ორი რეზოლუციიდან „ქართული ოცნების“ ვერსიას დაუჭირა მხარი და, შესაბამისად, ჩააგდო „ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუციის პროექტი, რომლის მოთხოვნებს შორის იყო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმება.

"ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტით კი პარლამენტი მოუწოდებს მთავრობას გააგრძელოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის გასაზიარებლად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში.

კიდევ ერთი სიახლე: 22 ივლისს პარლამენტმა კენჭი უყარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას და 83 ხმით დაამტკიცა კიდეც. უსაფრთხოების სამსახური შსს-ს გამოეყო და ახaლ უწყებად ჩამოყალიბდა.

მოსალოდნელი იყო, რომ ასეთ მაღალ თანამდებობაზე – უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად - დაინიშნებოდა ივანიშვილის პირადი ნდობით აღჭურვილი პირი, მისი დაცვის ყოფილი უფროსი. სამწუხაროა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში - განსაკუთრებით, ძალოვან თანამდებობებზე - სწორედ ამგვარი ნიშნით ხდება ადამიანების დანიშვნა...

სამსახურის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ვახტანგ გომელაურმა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთა გეგმების დროული გამოვლენა და აღკვეთა და ასევე ტერორისტული საფრთხეების გამოვლენა დაასახელა.

გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობას 1 აგვისტოდან შეუდგება, 6 წლის ვადით.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ცვლილებები ფორმალურია და ახალი უწყება ამით უფრო პოლიტიზებული გახდება:

„მოსალოდნელი იყო, რომ ასეთ მაღალ თანამდებობაზე – უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად - დაინიშნებოდა ივანიშვილის პირადი ნდობით აღჭურვილი პირი, მისი დაცვის ყოფილი უფროსი. სამწუხაროა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში - განსაკუთრებით, ძალოვან თანამდებობებზე - სწორედ ამგვარი ნიშნით ხდება ადამიანების დანიშვნა. ჩვენ თავიდანვე ვაკრიტიკებდით ამ გაყოფას, იმიტომ რომ პრაქტიკულად ფორმალური ხასიათი ჰქონდა“.

არასამთავრობო ორგანიზაციები თავდაპირველად ემხრობოდნენ შს სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას, მაგრამ არა ამ ფორმით. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული აღნიშნავს, რომ მთელ რიგ შემთხვევებში ხდება ორი სამსახურისფუნქციების დუბლირება:

„უსაფრთხოების სამსახურის მანდატი არის ძალიან ზოგადი და ძალიან ბევრი რამ შეიძლება განიმარტოს სახელმწიფო უსაფრთხოების ნაწილად. იმ პირობებში, როცა ასეთი ბუნდოვანია, რა მანდატი აქვს, რას უნდა ემსახურებოდეს და რა ბერკეტები აქვს, ძალიან დიდია რისკი ადამიანის უფლებებში დაუსაბუთებელი ჩარევის და, იმის გათვალისწინებით, რომ არის ძალიან დახურული უწყება, ძალიან რთული იქნება მოქალაქეთა უფლებების დაცვა. ამიტომ ამ სამსახურის კანონიერების კონტროლი იქნება ძალიან გართულებული“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე გააპროტესტეს აქციის მონაწილეების დაკავება. 19 ივლისს „პანორამა თბილისის“ პროექტის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე პატრულის თანამშრომლებმა რამდენიმე ადამიანი პლაკატების შინაარსის გამო დააკავეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“საქართველოს ხელისუფლებას და ძალოვან სტრუქტურებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე მიანიშნებენ და მოუწოდებენ, არ დაუშვან როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების დარღვევა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG