Accessibility links

ანგელა მერკელის პარტიამ არჩევნები წააგო მის მშობლიურ მეკლენბურგ-წინა პომერანიაში


მამაკაცი გერმანიის ეროვნული დროშის ფერების ჰალსტუხითა და ანტიიმიგრატნული პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" სამკერდე ნიშნით ქალაქ შვერინში.

მამაკაცი გერმანიის ეროვნული დროშის ფერების ჰალსტუხითა და ანტიიმიგრატნული პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" სამკერდე ნიშნით ქალაქ შვერინში.

პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მარცხი აწვნევინა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიულ“პარტიას მეკლენბურგ-წინა პომერანიაში, მერკელის მშობლიურ კუთხეში. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თავმჯდომარემ, ფრაუკე პეტრიმ განაცხადა, რომ მისი პარტიის წარმატება მერკელის „კატასტროფული მიგრაციული პოლიტიკის შედეგია“. პეტრის თანახმად, „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ ქრისტიან დემოკრატიულ პარტია "თავის ადგილზე" დააყენა. მერკელის პარტიამ ოთხი სექტემბრის არჩევნებში 19 პროცენტი მიიმხრო და ჩამორჩა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რომელმაც 30-ზე მეტი პროცენტი მოიპოვა და „ალტერნატივას გერმანიისთვის“, რომელიც 21 პროცენტს დაეუფლა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და ქრისტიან-დემოკრატებს საკმარისი ხმები აქვთ ადგილობრივ, 71-ადგილიან პარლამენტში იმისთვის, რომ გააგრძელონ მეკლენბურგ-წინა პომერანიაში დიდ კოალიციაში მუშაობა. სოციალ-დემოკრატებს შეუძლიათ კოალიცია შექმნან მემარცხენეებთან ან მწვანეთა პარტიასთან, მაგრამ გამოაცხადეს, რომ ჯერ-ჯერობით ამ საკითხს ღიად ტოვებენ. ეს არჩევნები, რომელიც 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების გამოცდად მიიჩნევა, ჩატარდა ზუსტად ერთ წელიწადში მას მერე, რაც მერკელმა გამოაცხადა, რომ საზღვრებს უხსნის ასეულათასობით მიგრანტს. ამის გამო მან ქება დაიმსახურა, მაგრამ ბოლო ხანს განწყობა იცვლება. მეკლენბურგ-წინა პომერანია მცირე, ზღვისპირა მიწაა ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიაში. გერმანიის უღარიბეს კუთხეში 1,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG