Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში იაროსლავ კაჩინსკის პარტიამ გაიმარჯვა


პოლონეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი გამარჯვებას ულოცავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბეატა შიდლოს.
პოლონეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი გამარჯვებას ულოცავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბეატა შიდლოს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევა კოპაჩმა აღიარა მისი პარტიის, „სამოქალაქო პლატფორმის“ დამარცხება მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლის შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იაროსლავ კაჩინსკის ოპოზიციური პარტია „სამართალი და სამართლიანობა“. ეგზიტპოლის თანახმად, ოპოზიციურ კონსერვატიულ პარტიას ამომრჩეველთა 39%-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა კონკურენტმა, „სამოქალაქო პლატფორმამ“, ხმათა დაახლოებით 16% მიიღო. „სამართალი და სამართლიანობა“ საერთაშორისო ურთიერთობებში ნატოს გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებას უჭერს მხარს. ამასთან, ოპოზიციური პარტია გადაჭრით ეწინააღმდეგება ევროზონაში ქვეყნის გაწევრიანებას.

XS
SM
MD
LG