Accessibility links

logo-print

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა გაგრძელდა. სასამართლო პროცესი მხარეთა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ტელეკომპანიის ადვოკატთა თქმით, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნათა უმრავლესობა უსაფუძვლოა.

26 ოქტომბრისსხდომაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის ადვოკატების მიერ 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობა, რომელიც ზარალის ანაზღაურებას შეეხება. კერძოდ, ტელეკომპანია "რუსთავი 2" და მისი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები, მოსამართლისგან ითხოვდნენ განჩინებას, რომ მათ სასარგებლოდ პროცესის დასრულების შემთხვევაში ანაზღაურდეს წილების დაყადაღებით მიყენებული ზარალი, 700 ათასი აშშ დოლარი. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მოპასუხე მხარისგან მოითხოვა 30 ოქტომბრისთვის წარუდგინოს ზარალის ამსახველი კალკულაცია, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამ შუამდგომლობის გარდა, სხდომაზე სხვა შუამდგომლობა არ დასმულა. სასამართლო პროცესი "რუსთავი 2"-ის ადვოკატების ახსნა-განმარტებით დაიწყო. ტელეკომპანიის ერთ-ერთი ადვოკატის, ზაზა ბიბილაშვილის, განმარტებით, მოსარჩელის არც ერთი მოთხოვნა საფუძვლიანი არ არის:

„საქმეში გვაქვს სულ 7 მოთხოვნა. 6 მოთხოვნასთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება და ისმის კითხვა, ისეთმა გამოცდილმა ბიზნესმენმა, როგორიც ქიბარ ხალვაშია, რა მიზნით შეიტანა სასამართლოში სამართლებრივად ამდენად აშკარად უპერსპექტივო საქმე?“

თუ ჩვენ ვერ ვიღებთ ვერანაირ ახსნა-განმარტებას, რა თქმა უნდა, შექმნილ ფონზე განსაკუთრებით ჩნდება იმის ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი გადაადგილების საკონტროლებლად...

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას თქმით, სასამართლო პროცესზე მოპასუხის ყველა კითხვას გასცემს პასუხს, მათ შორის, საქმის უპერსპექტივობასთან დაკავშირებულსაც.

სასამართლო პროცესის პარალელურად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი მოიწვია, სადაც შინაგან საქმეთ სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ახნა-განმარტება მოითხოვა იმის თაობაზე, თუ რატომაა დამონტაჟებული ტელეკომპანიის შენობის პერიმეტრზე სათვალთვალო კამერები. ნიკა გვარამიას თქმით, ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებს აჩენს:

„თუ ჩვენ ვერ ვიღებთ ვერანაირ ახსნა-განმარტებას, რა თქმა უნდა, შექმნილ ფონზე განსაკუთრებით ჩნდება იმის ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი გადაადგილების საკონტროლებლად, ჩვენთან შემოსული და გასული ადამიანების აღსარიცხავად და შესაძლებელია მათზე ზეწოლისა და ზეგავლენის მოსახდენად“.

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ტელევიზიის უსაფრთხოება იყოს დაცული და წინასწარ იყოს პრევენციული ღონისძიებები გატარებული, სწორედ ერთ-ერთი ღონისძიება გულისხმობს იმას, რომ არ იყოს გარე პერიმეტრი ისე, რომ ყურადღება მოდუნდეს სამართალდამცავების მხრიდან...

ნიკა გვარამიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან მოითხოვა პოზიციის გამოხატვა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. ეკა ბესელიამ თავისი პოზიცია გამოხატა, თუმცა მხოლოდ სათვალთვალო კამერების მონტაჟთან მიმართებით:

„როდესაც ჩნდება ინფორმაცია პროვოკაციული ან სხვა ტიპის ქმედებების თაობაზე, როდესაც ეს ინფორმაცია ჩნდება საჯარო სივრცეში და ამ ინფორმაციაზე მეტი ინფორმაცია და კონკრეტული გარემოებები აქვს გამოძიებას, როგორც ისინი ამბობენ, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ტელევიზიის უსაფრთხოება იყოს დაცული და წინასწარ იყოს პრევენციული ღონისძიებები გატარებული, სწორედ ერთ-ერთი ღონისძიება გულისხმობს იმას, რომ არ იყოს გარე პერიმეტრი ისე, რომ ყურადღება მოდუნდეს სამართალდამცავების მხრიდან“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების დათმობასთან დაკავშირებითინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთთან" ვრცელ ინტერვიუში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელმა დავით დვალმა ისაუბრა. მან ილაპარაკა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისიმმითითებაზე, რომლის თანახმადაც 2004 წელს ქიბარ ხალვაშს გადაუფორმეს წილები. ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ შეიტანეს ქიბარ ხალვაშის მსგავსი სარჩელი წილების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში, დავით დვალმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე ადვოკატთან მსჯელობისას „ითქვა, რომ სამოქალაქო სარჩელისთვის ხანდაზმულობის ვადა გასულია და სწორი გზა იქნებაპროკურატურის მიმართულებაო და ჩვენ ამ გზით წავედით“.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია მზად არის, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროცესი მათ სასარგებლოდ დასრულდება, ტელეკომპანიისწილების თაობაზე ისაუბროს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წილებთან დაკავშირებით დავა სასამართლოში 30 ოქტომბერს გაგრძელდება. მოსამართლეს ტელეკომპანიის ადვოკატებმა უნდა წარუდგინონ ქონების დაყადაღების გამო მიყენებული ზარალის კალკულაცია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG