Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში შეიქმნა "საინფორმაციო ოპერაციების ჯარები"


სერგეი შოიგუ
სერგეი შოიგუ

რუსეთში შეიქმნა ე.წ. საინფორმაციო ოპერაციების ჯარები, რომლებიც, როგორც თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, დაკავდებიან „გონივრული, პროფესიონალური და ეფექტიანი“ პროპაგანდით.

ეს განცხადება შოიგუმ სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას გააკეთა. მინისტრის თქმით, ახალი ჯარები გაცილებით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე სამმართველო, რომელიც საბჭოთა პერიოდში მუშაობდა პროპაგანდაზე.

რუსეთის კომპანია „ზეკურიონ ანალიტიკსის“ მონაცემებით, ამჟამად რუსეთი შედის ქვეყნების ხუთეულში, სადაც ყველაზე ძლიერად არის განვითარებული „კიბერჯარები“. კომპანიის ინფორმაციით, რუსეთის „კიბერჯარებში“ ათასამდე ადამიანი მსახურობს და მათი მუშაობა წელიწადში 300 მილიონამდე დოლარით ფინანსდება.

XS
SM
MD
LG