Accessibility links

logo-print

კახეთის მუნიციპალიტეტები საჯარო მოხელეთა კონკურსების ციებ-ცხელებაშია ჩართული. თითო მუნიციპალიტეტში საშუალოდ 100-მდე ვაკანსიაა გამოცხადებული. მაღალია კონკურსანტთა აქტივობა. როგორ მიმდინარეობს პროცესი რეგიონში?

კახეთის მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეთა კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება დასრულდა. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპიგანაცხადების გადარჩევას, ხოლო შემდეგი ტესტირებას და გასაუბრებას მოიცავს. როგორც გურჯაანის გამგეობის იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ბექა მაისურაძემ განაცხადა, საჯარო მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გურჯაანის გამგეობამ 152 სამუშაო ადგილზე გამოაცხადა:

„137 ადგილია გამგეობაში, ხოლო 15 საკრებულოში. ვაკანსიები გამოცხადდა ყველა იმ პოზიციაზე, სადაც ადამიანები მოვალეობის შემსრულებლები იყვნენ. მაგალითად, გამგეობაში ყველა განყოფილების გამგის პოზიციაზე ხელმძღვანელი კონკურსის წესით შეირჩევა, ამავე პრინციპით მოხდება საკრებულოს აპარატის უფროსის შერჩევაც“.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში კი ვაკანტურ თანამდებობაზეკონკურსი 70 ადგილზეა გამოცხადებული. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ნოდარ მევლუფიშვილის განცხადებით, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი 70 ადგილზე 377-მა კონკურსანტმა წარადგინა. მევლუფიშვილის თქმით, განაცხადების განხილვა უკვე დაიწყო:

„სულ, 337 განაცხადი შემოვიდა, ადგილი კი 70 გვაქვს. აქ შედის საკრებულოც და გამგეობაც. ზოგ ადგილზე 10 და მეტი განაცხადია შემოსული. საშუალოდ რომ ვიანგარიშოთ, თითო ვაკანსიაზე 5 განაცხადია. ყველაფერს კონკურსი გადაწყვეტს“.

კონკურსი 72 ვაკანტურ ადგილზე გამოაცხადათელავის მერიამ და საკრებულომ.მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის არჩილ თხლაშიძის თქმით, კონკურსი აქაც სამ ეტაპად ჩატარდება, რომელიც განაცხადების გადარჩევას, ტესტირებას და გასაუბრებას მოიცავს. მისივეინფორმაციით, განაცხადების გადარჩევის შემდეგ, 27-28 დეკემბერს, კონკურსანტებს ტესტირებაჩაუტარდებათ:

„კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან. პირველად ხდება განაცხადების გადარჩევა, მეორე ეტაპია ტესტირება და, ბოლოს კი, გასაუბრება. სწორედ გასაუბრების დროს გადაწყდება ვინ დაინიშნება კონკრეტულ თანამდებობაზე“.

კონკურსანტების განაცხადების გადარჩევის პროცესი უკვე დაასრულა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. გამგებლის მოადგილის გიორგი ბოკერიას თქმით, კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები 241-მა კონკურსანტმა დააკმაყოფილა და ისინი ტესტირებას 20-21 დეკემბერს ყვარელში გაივლიან, სადაც 51-პოროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. ბოკერიას თქმით, კონკურსის მე-2 ეტაპი, გასაუბრება,წლის ბოლოს ჩატარდება. ლაგოდეხის გამგეობამ კონკურსი, სულ, 74 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა:

„მხოლოდ ერთი პირი იყო, რომლის განაცხადიც არ დაკმაყოფილდა და კონკურსში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. კონკურსანტს 5-ზე მეტ ვაკანსიაზე ჰქონდა შეტანილი განაცხადი, რაც არ შეიძლებოდა, - ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებზე. ბევრი განაცხადია ასევე სპეციალისტებზე“.

საჯარო მოხელეთა კონკურსის მიმდინარეობას რეგიონებში ადგილობრივი სათემო ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორი - „საია“ და „სამართლიანი არჩევნები“ - დააკვირდება.

XS
SM
MD
LG