Accessibility links

logo-print

საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა


საბერძნეთში დღეს გაიმართა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგების თანახმად ახალი მთავრობა შეიქმნება. ეს მეხუთე არჩევნებია ბოლო ექვს წელიწადში. ოფიციალური პროგნოზებით, არჩევნებში გამარჯვებული უნდა ყოფილიყო სირიზას პარტია, ულტრამემარცხენე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის პარტია, თუმცა მას კოალიციის გარეშე უმრავლესობის ქონა გაუჭირდებოდა. შინაგან საქ ეთა სამინისტროს უებ საიტზე, 20 სექტემბერს გამოქვეყნდა ცნობა, რომ არჩევნები სირიზამ მოიგო და მიიმხრო 35,5 პროცენტი. მის მეტოქეს, კონსერვატულ „ახალი დემოკრატიის პარტიას, აღნიშნული პროგნოზებით, მეორე ადგილი ხვდა წილად. წინა საპარლამენტო არჩევნები საბერძნეთში 25 იანვარს გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობდა 19 პარტია. 28 აგვიტოს საბერძნეთის პრეზიდენტმა, პროკოპის პავლოპოლუსმა ხელი მოაწერა პარლამენტის დაშლის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ბრძანებას, ხოლო 20 პოსტი დატოვა ულტრამემარცხენე სირიზის პარტიის ლიდერმა, ალექსის ციპრასმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG