Accessibility links

logo-print

ვინ იყვნენ ე.წ. „თბილისელი რევოლუციონერები“, რომელთაც სოხუმიდან დევნილი რესპონდენტი იხსენებს; რა განწყობით მიდიოდა ხალხი სოხუმში გამართულ მიტინგებზე. ომამდე დაგროვილი საფიქრალი და სათქმელი მოისმინეთპროგრამაში „გადაკვეთის წერტილი“, რომელიც მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ პარტნიორობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. ფონდი 2000 წლიდან სწავლობს კავკასიაში არსებულ კონფლიქტებს, 2008 წლიდან კი ფასილიტაციას/მედიაციას უწევს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სამოქალაქო დიალოგის პროცესს.

გადაცემის სტუმრები:

შოთა შველიძე - „ბერგჰოფის ფონდის“ პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი;

რუსიკო მარშანია - წარმომადგენელი „ბერგჰოფის ფონდის“ და არასამთავრობო ორგანიზაციისა "პირისპირ".

გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG