Accessibility links

logo-print

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის დღე თბილისში


წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერი აქცია

წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერი აქცია

„არ აწამო, შეწყვიტე წამება“ - ასეთი იყო 26 ივნისს, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს, თბილისში, მშვიდობის ხიდზე გამართული მშვიდობიანი აქციის მთავარი მესიჯი. წინა წლებისგან განსხვავებით, აქციის ორგანიზატორ უფლებადამცველებს ამჯერად აღარ წარმოუდგენიათ საწამებელი იარაღები, არც წამების ამსახველი ფოტოები გამოფენილა. აქციის მონაწილეებმა ფურცლებზე საკუთარი სურვილები დაწერეს, ჩააწყვეს ქაღალდის პატარა ნავში, რომელსაც ეწერა "შეწყდეს წამება”, და წყალს გაატანეს.

26 ივნისის აქციის მონაწილეებმა წამება მშვიდობის ხიდზე გააპროტესტეს. როგორც ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორი ნინო ღვედაშვილი გვეუბნება, სწორედ ამ ადგილიდან გაატანეს საზოგადოების წარმომადგენლებმა წყალს ის უარყოფითი ემოციები, რაც წამების ფაქტების ნახვისას განიცადეს. ამ აქციით მათ სურდათ ხელისუფლებისათვის შეეხსენებინათ, რომ საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს და ფხიზლადაა, მთავრობას კი მოუწოდებენ, რომ მომავალში მსგავსი პრეცედენტი აღარ დაუშვას.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი აქციის ერთ-ერთი მონაწილეა. მისი თქმით, უფლებადამცველების ანგარიშებში წამებაზე ხშირად კეთდებოდა აქცენტი, თუმცა საპატიმროებში არსებული ვითარება ცნობილმა ვიდეოკადრებმა გამოააშკარავა. ალეკო ცქიტიშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას იზრუნოს როგორც წამების მსხვერპლ ადამიანებზე, ასევე გამოძიების დასრულებამდე დაიცვას წამებაში ბრალდებულთა ანონიმურობა:
ალეკო ცქიტიშვილი

ალეკო ცქიტიშვილი


„თუმცა ეს მასალები, ამავე დროს, გამოწვევაცაა შსს-სა და პროკურატუ-რისათვის, რადგან მათ აქვთ ორმაგი ვალდებულება, რომ სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ ეს საქმე, დაიცვან წამების მსხვერპლთა პირადი ინფორმაცია და, ამავე დროს, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ გამოძიების დასრულებამდე წამებაში ბრალდებულთა ვინაობა დარჩეს ანონიმურად“.

კავშირ „საფარის“ წარმომადგენელი სოფო თოდუა კი წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის აუცილებლობაზე ლაპარაკობს და ამ მხრივაც ხელისუფლებას საკუთარი ვალდებულების შესრულებას სთხოვს.

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT), ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRIDC), „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, კავშირ "საფარის", ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრ „კავკასიისა“ და მედიის ინსტიტუტის მიერ მოწყობილ აქციას ყოფილი პოლიტპატიმარი, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაიაც შეუერთდა და კიდევ ერთხელ გაიხსენა წამების ის მეთოდები, რომლის მომსწრეც საქართველოს ციხეში თავად გახდა:

„დახვრეტის იმიტაცია, კარცერი, ძილის აკრძალვა, მასობრივი ცემა, განსაკუთრებით თავის არეში, - აი, მეც თუ შემხედავთ, ყველა კბილი ჩანგრეული მაქვს ცემისგან, -კიდევ იყო მიერთება ელექტროშოკთან და წამების სხვა მეთოდები, ღამის დაკითხვები ან სპეციალური ფსიქოტროპული ნივთიერებების ქვეშ ადამიანების დაკითხვა და ა.შ. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ეს მეთოდები კიდევ შედარებით იოლი იყო მამუკა ზერეკიძისა და სერგო თეთრაძის წამების მეთოდების ფონზე, იმ მეთოდების, რომლითაც პატიმრები იხოცებოდნენ“.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა დაინტერესებულ მხარეს, არ დაზოგონ ძალისხმევა ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტური მექანიზმებისა და მონიტორინგის რეალური, შედეგზე ორიენტირებული ინსტრუმენტების შესაქმნელად...

26 ივნისს საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმაც. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობას წლების განმავლობაში არ მიუღია სათანადო და ადეკვატური ზომები. მეტიც, ტენდენციად იქცა გამოვლენილი სისტემური დარღვევების სრული იგნორირება. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ეს დაადასტურა 2012 წლის 18 სექტემბერს მედიასაშუალებებით გავრცელებულმა ე.წ. "ციხის კადრებმაც", სადაც ასახული იყო პატიმართა წამების, დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

„2013 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასჯელაღსრულების გლდანის N8 დაწესებულების პატიმართა წამების და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე და 16 ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ეს პირველი შემთხვევაა ქვეყნის მართლმსაჯულების ისტორიაში, როდესაც 16 პირი გაასამართლეს წამებისა და არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო. მიუხედავად აღნიშნული პოზიტიური პრეცედენტისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა დაინტერესებულ მხარეს, არ დაზოგონ ძალისხმევა ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტური მექანიზმებისა და მონიტორინგის რეალური, შედეგზე ორიენტირებული ინსტრუმენტების შესაქმნელად“, - ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავენ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. 26 ივნისს მათ საგანგებო განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ითხოვენ, სტამბოლის პროტოკოლის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდეს სპეციალური
თუ ახლა არ ატყდა განგაშის ზარი, იგივე განმეორდება, რაც ერთხელ უკვე ყველამ ვნახეთ. შევარდნაძის დროსაც ფანჯრებიდან ცვიოდა ხალხი და ადამიანებს სასტიკად აწამებდნენ, მაგრამ ამის გამო დასჯილი, როცა მომდევნო ხელისუფლება მოვიდა, არავინ გვინახავს. ახლაც რაღაც მსგავს ტენდენციას ვამჩნევთ...
მუხლი კომპლექსური სასამართლო - სამედიცინო და ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული - ექსპერტიზის სავალდებულო დანიშვნის შესახებ; განისაზღვროს წამების მსხვერპლის - დაზარალებულის - უფლება ჰქონდეს ხელმისაწვდომობა გამოძიების მასალებთან, ჰქონდეს პროკურორისა და სასამართლოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება; შეიქმნას წამების მსხვერპლთა კომპენსაციისა და რეაბილიტაციის ფონდი ან/და პროგრამები და, რაც მთავარია, მოხდეს მათი, როგორც წამების მსხვერპლთა, აღიარება.

„თუ ახლა არ ატყდა განგაშის ზარი, იგივე განმეორდება, რაც ერთხელ უკვე ყველამ ვნახეთ. შევარდნაძის დროსაც ფანჯრებიდან ცვიოდა ხალხი და ადამიანებს სასტიკად აწამებდნენ, მაგრამ ამის გამო დასჯილი, როცა მომდევნო ხელისუფლება მოვიდა, არავინ გვინახავს. ახლაც რაღაც მსგავს ტენდენციას ვამჩნევთ. იცვლება ხელისუფლება, პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა, მაგრამ მაინც რჩება ხელისუფლებაში სადღაც ის ხალხი, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, რომლებიც სხედან იმ ადგილებზე, რომელზეც არ უნდა ისხდნენ. და, ცხადია, უნდა გასწორდეს კანონმდებლობა, რადგან საპროცესო კოდექსი წამებასთან მიმართებით არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. წამების მსხვერპლს იმის უფლებაც კი არ აქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს“, - აცხადებს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიან ჯიშკარიანი.

განცხადების ავტორები ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ შეიქმნას სპეციალური საპარლამენტო კომისია, რომელიც წამების ფაქტების გამოძიების ეფექტურობაზე მონიტორინგს განახორციელებს.
XS
SM
MD
LG