Accessibility links

წელს კახეთში უხვმოსავლიანობაა. გლეხები ამბობენ, რომ დიდი რაოდენობით მიიღეს ხორბალი, ქერი, ატამი, ბოსტნეული და საზამთრო, თუმცა დაბალია მოყვანილი პროდუქციის პირველადი გასაყიდი ფასი. კახეთში ფიქრობენ, რომ მათთვის საერთაშორისო ბაზრები ხელმისაწვდომი არ არის.

წელს კახეთში, ივლისის ჩათვლით, წვიმიანი ამინდები იყო, რამაც რეგიონში უხვმოსავლიანობა გამოიწვია, მოსავლის სიუხვემ კი ბაზარზე ხორბლისა და ქერის ფასი 60-დან 30-35 თეთრამდე დასწია. ფერმერები შიშობენ, რომ გაწეულ ხარჯებსა და აღებულ კრედიტებს ვერ დაფარავენ. ფერმერი ილია მუსაშვილი ამბობს, რომ ხორბლის ასეთი დაბალი ფასი არც ერთ წელს არ ყოფილა.

ხორბლისა და ქერის მსგავსად, წელს ბოსტნეულის მოსავალიც კარგია, თუმცა ლაგოდეხში არსებულ დაბალ ფასს აპროტესტებენ. სოფელ თამარიანის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქციაც გამართა და მთავრობას დახმარებისკენ მოუწოდა. მათი განცხადებით, არ არსებობს სარეალიზაციო პუნქტები და ისინი მხოლოდ გადამყიდველების მიერ შეთავაზებული ფასის იმედად არიან. მაგალითად, ე. წ. ბულგარულ წიწაკასა და ბადრიჯანში მათ მხოლოდ 30 თეთრს უხდიან, რაც თვითღირებულებაზე ბევრად მცირეა.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს ლაგოდეხის გამგებელმა კახა ჯამბურიამ უპასუხა. ის მბობს, რომ დაბალი ფასი, შესაძლოა, უხვმა მოსავალმა გამოიწვია. მისივე თქმით, სახელმწიფო ფასების რეგულაციის პროცესში ვერ ჩაერევა.

მიმდინარე წელს კახეთში საზამთროსა და ნესვის მოსავალიც კარგია, თუმცა რეალიზაცია ამ შემთხვევაშიც ჭირს.

წელს პრობლემური იყო ატმის რეალიზაციაც. არადა, გურჯაანში ამ ხილის უპეცედენტოდ დიდი მოსავალი მიიღეს. წინ „რთველი 2016“-ია. ყურძნის კრეფა კახეთში რამდნეიმე კვირაში დაიწყება. მინისტრები და სხვა საჯარო მოხელეები ყოველთვის ერთხმად აღნიშნავნ, რომ ფასებს თავისუფალი ბაზარი არეგულირებს და ისინი ამ საკითხს ვერ მოაგვარებენ, თუმცა დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ სახელმწოფომ მოსავლის ექსპორტის გამარტივებაზე უნდა იმუშაოს, რაც ფასზე ავტომატურად აისახება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG