Accessibility links

ულიუკაევის საქმეში, შესაძლოა, ახალი ეჭვმიტანილები გაჩნდნენ


რუსეთის ეკონომიკის განვითარების მინისტრის ალექსეი ულიუკაევის სისხლის სამართლის საქმეში, შესაძლოა, ახალი ეჭვმიტანილები გაჩნდნენ. ამის შესახებ, სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით, იუწყებიან რუსეთის საინფორმაციო საშუალებები. მათი წყაროს თქმით, ასეთი დანაშაულებრივი „სქემები“ მხოლოდ ერთ კაცზე არ არის მორგებული, და უახლოეს მომავალში მოსალოდნელია კიდევ შვიდი ეჭვმიტანილის დაკავება. თავად ულიუკაევი დააკავეს ქრთამის სახით ორი მილიონი დოლარის აღების ეჭვის საფუძველზე. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ის უკვე გაათავისუფლა მინისტრის თანამდებობიდან. თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ულიუკაევი პირველი ფედერალური მინისტრია, რომელიც დააკავეს. სამშაბათს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ მას ორთვიანი შინა პატიმრობა მიუსაჯა. ეჭვმიტანილი უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს „პროვოკაციას“ უწოდებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG