Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემები აღარ არსებობს


- ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, წლის დასაწყისიდან არსებული პრობლემები ბელორუსიაში ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით აღარ არსებობს. ცნობისათვის: 2013 წლის მონაცემებით, ბელორუსიაში ყურძნის ნატურალური ღვინოების მთლიანი ექსპორტის 5 პროცენტი განხორციელდა. 2015 წლიდან დაგეგმილია კვოტების სისტემის მოხსნა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ამ ქვეყანაში ექსპორტის პოტენციალს. საექსპორტო ბაზრების პირველ ხუთეულს შეადგენს შემდეგი ქვეყნები: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ლატვია.

- ქვეყნის მასშტაბით დაფუძნდა 25 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. განსაზღვრულია კოოპერატივებში დასაქმებულთა უფასო სწავლება-გადამზადება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვა პროგრამები. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით - მოგების, ქონების და საშემოსავლო გადასახადებთან დაკავშირებით.

- ბოლო მონაცემებით, დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად დარეგისტრირებულთა რაოდენობაა 410 257. დაბრუნებული თანხა შეადგენს, დაახლოებით, 37 მილიონ 800 ლარს.

- 2014 წლის 17 აპრილს გამართულ ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 600 000 000 ლარი შეადგინა, განაცხადი დაუკმაყოფილდა ხუთ კომერციულ ბანკს - მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით. რეფინანსირების აუქციონები იმართება ყოველკვირეულად და წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს. აღნიშნული ინსტრუმენტის საშუალებით ხორციელდება საბანკო სექტორისთვის მოკლევადიანი ლიკვიდობის საჭიროებისამებრ მიწოდება.
XS
SM
MD
LG