Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს


ეროსი კიწმარიშვილი
ეროსი კიწმარიშვილი

თბილისში გარდაცვლილი იპოვეს ეროსი კიწმარიშვილი. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიწმარიშვილის გვამი მის საცხოვრებელ სახლთან, საკუთარ ავტომანქანაში იპოვეს. იქვე აღმოჩენილია მისი ცეცხლსასროლი იარაღი. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას. ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თანადამფუძნებელი იყო, აგრეთვე რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და რუსთავის მერობის კანდიდატი.

XS
SM
MD
LG