Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აგრესორზე ერთობლივი ზეწოლა მნიშვნელოვანია“ - ზელენსკი ზურაბიშვილს მადლობას უხდის


სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, 2024 წლის
სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, 2024 წლის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის თავზე კიდევ ერთხელ გამოხატული სოლიდარობისთვის და მიმართავს:

„აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს“.

„ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლების მოყვარე ერს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 თებერვალს ვიდეომიმართვაში სადაც განაცხადა, რომ „ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, ვერ შეძლო უკრაინის სიმტკიცის გატეხა“.

„რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!“ - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

24 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც დაწერა ტვიტერზე, რომ „საქართველო მშვიდობას უსურვებს უკრაინას და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG