Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკონტროლეთ აცრები მობილური აპლიკაციით - წითელას არეალი გაფართოვდა


21 იანვრის მონაცემებით საქართველოში წითელას 430 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით გაზრდილია წითელას გავრცელების მასშტაბი.

„იანვარში არის წითელას 430 შემთხვევა. აბსოლუტურ რიცხვში ყველაზე მეტია თბილისში. 100 000 მოსახლეზე მაჩვენებელი ასე ნაწილდება: სამეგრელო, იმერეთი, თბილისი და კახეთი. ძირითადი ასაკი, სადაც ინფექცია კონცერტრირდება არის 20-დან 40 წლამდე, ასევე 0-1 და 1-5 წლის ასაკი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ვინაიდან მწვავე ვირუსული დაავადებისგან დაცვის ერთადერთ გარანტირებული საშუალება სწორედ აცრაა.

იმისთვის, რომ იცოდეთ და არ გამოგრჩეთ ინფორმაცია, თუ რომელ დაავადებებზე და რა დროს უნდა აიცრათ ან აცრათ თქვენი შვილები შეგიძლიათ ქართულენოვანი მობილური აპლიკაცია „აცრები“ ჩამოტვირთოთ. როგორც ანდროიდის, ასევე IOS სმარტფონებზე. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი აპლიკაცია აცრების ეროვნულ კალენდარს და იმ დაავადებათა ჩამონათვალს შეგაყტობინებთ, რომელზეც აუცილებლად უნდა აიცრათ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მოსახლოებას მოუწოდებს გადაამოწმოს თავისი სტატუსი და ერთი გამოტოვებული აცრის შემთხვევაში აუცილებლად მიმართოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ობიექტებს სადაც წითელაზე უფასოდ აიცრებიან.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG