Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვიმედოვნებთ, რომ ნატოს "ღია კარის" პოლიტიკა შერჩევითი არ არის"


4 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ანა ანდღულაძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) პოლიტიკის მკვლევარი. ის არის თანაავტორი პოლიტიკის დოკუმენტისა - "10 წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ. რატომ უნდა გააორმაგოს ნატო-მ ფსონი საქართველოზე". ანა ანდღულაძე და მისი კოლეგა "ევროპის პოლიტიკის ცენტრიდან" (EPC) აღნიშნავენ, რომ ალიანსის "ღია კარის" პოლიტიკის დადასტურება იყო 2017 წელს მონტენეგროს გაწევრიანება, თუმცა, სწორედ მონტენეგროსთან საქართველოს შედარების საფუძველზე სვამენ კითხვას - შერჩევითია, თუ არა ნატოს "ღია კარის" პოლიტიკა? პოლიტიკის მკვლევარი აანალიზებს არსებულ საერთაშორისო კონტექსტს და ხაზს უსვამს ნატოს პოლიტიკის მეტად გამოკვეთის მნიშვნელობას საქართველოს ინტეგრაციის მიმართ. გარდა დეკლარირებული პოლიტიკისა და ურთიერთობის არსებული ფორმატებისა, ანა ანდღულაძის აზრით, კარგი იქნებოდა ნატოს თბილისში გაეხსნა შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი.

ანა ანდღულაძე ნატოში გაწევრიანებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:29:56 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG