Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასობით ავტომობილი ქალაქის მმართველობისთვის


ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბალანსზე საქართველოში 700-მდე ავტომობილი ირიცხება. ზოგიერთი ქალაქის მმართველობა მის ბალანსზე არსებული მანქანების საწვავსა და მოვლაში უფრო მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე გარემოს დაცვის ღონისძიებებზე, ან საგანმანათლებლო პროგრამებზე. მაგალითად, ქუთაისი, რომელსაც 100 მანქანა ჰყავს, ყოველწლიურად მათ საწვავსა და მოვლაში ყოველწლიურად თითქმის ნახევარ მილიონ ლარს ხარჯავს. ეს თანხა უფრო მეტია, ვიდრე გარემოს დაცვისთვის ამავე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა და ოდნავ ნაკლებია, ვიდრე განათლების ბიუჯეტი.საინტერესოა ისიც, რომ ქუთაისის შემთხვევაში ნაკლები მანქანა ნაკლებ ხარჯს არ ნიშნავდა, როგორც სხვა ქალაქების შემთხვევაში. 2014 წელს 44 მანქანისთვის 428 100 ლარი დაიხარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 2018 წელს კი 99 მანქანისთვის კი 433 100 ლარი.

ჩხოროწყუში 2018 წელს 72 ავტომობილის საწვავსა და მოვლაში იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე გარე განათების მოწყობაში ან წყალმომარაგების გამართვაში.

ყველაზე ცოტა, 2 ავტომობილი ჰყავთ ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს. 3 ავტომობილი ჰყავს ჭიათურას და სენაკს.

2004 წლიდან 2019 წლამდე რამდენიმე მუნიციპალიტეტში ავტომობილების რაოდენობა შემცირდა, რამდენიმეში მნიშვნელოვან გაიზარდა.

XS
SM
MD
LG