Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა


აჭარის ტელევიზიის შენობასთან სოლიდარობის აქცია გამართეს ჟურნალისტებმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ რეგიონულ მაუწყებელში სარედაქციო დამოუკიდებლობა და სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია და ამიტომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებენ.

ისინი საფრთხეს ხედავენ მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებაში - შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, იმ მოტივით, რომ მოადგილის შტატს აუქმებს.

აქციის მონაწილეების ნაწილი საგანგაშოდ მიიჩნევს კოხრეიძის იმ გადაწყვეტილებასაც, რომლის მიხედვითაც, საგამოძიებო ფილმები მიმდინარე წელს ტელევიზიის ეთერში არ გავა. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრის, გია ქარცივაძის თქმით, კონკურსი საგამოძიებო ფილმებზე, დირექტორის გადაწყვეტილებით, აღარ გამოცხადდება, მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ტელევიზიის წლევანდელ ბიუჯეტში ამ მიმართულებისთვის თანხა გათვლილია. გია ქარცივაძე მენეჯმენტს მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და არ გამორიცხავს, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა დირექტორისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მიზეზადაც კი იქცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG