2026 წლის 1 მარტიდან რუს მეცნიერებს ФСБ-ს თანხმობა სჭირდებათ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობისთვის, რუს ბიზნესმენებს მოეთხოვებათ საჯარო სივრცისთვის განკუთვნილი მთელი ინფორმაციის რუსულ ენაზე გადაყვანა, ხოლო ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს მკაცრად მოეთხოვებათ “გარკვეული ფასეულობების” დაცვა.
აიათოლა ალი ხამენეი, ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი, რომელიც ქვეყანას თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მართავდა, 86 წლის ასაკში, 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის გამანადგურებელი და მიზანმიმართული საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა.
2022 წლის 24 თებერვალს ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი ოთხი წლის შემდეგაც არ დასრულდებოდა.
ახდება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის წინასწარმეტყველება: ჰავანაში კომუნისტური რეჟიმი ერთ წელიწადში დაეცემა?
„ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის დეკემბრის ბოლოს პირობა დადო, რომ გაძვირებულ პროდუქტებზე ფასს შეამცირებს, ამის შედეგს კი ხალხი აპრილში იგრძნობს.
რუსეთში სამხედრო-ეკონომიკური აღმავლობა ნელ-ნელა სტაგნაციით იცვლება, რასაც ხელს უწყობს როგორც გადასახადების ზრდა, ასევე ნავთობისა და გაზის ექსპორტთან დაკავშირებული მზარდი პრობლემები. მოახდენს თუ არა ეს გარემოება გავლენას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე?
იანვრის ბოლოს მსოფლიო ბირჟებზე ოქროსა და ვერცხლის ფასმა ყველანაირი რეკორდი დაამყარა. GoldPrice-ის მონაცემებით, 29 იანვარს 1 ტრუას უნცია (დაახლოებით 31 გრამი) ოქრო 5 417 დოლარი ღირდა, მაშინ როცა ერთი თვის წინ უნცია ოქროს 4 300 დოლარად ვაჭრობდნენ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში შეხვდა ლარი ფინკს, კერძო კაპიტალისა და აქტივების მმართველი გიგანტური კორპორაციის, „ბლექროკის“ ხელმძღვანელს; აზერბაიჯანმა „ბლექროკთან“ საინვესტიციო ხელშეკრულებები გააფორმა.
როდესაც სოხუმში ლაპარაკი დაიწყო, რომ ენგურის გამშვებ პუნქტზე სატვირთო ტერმინალი უნდა აშენებულიყო, საქმე ეკონომიკას, ლოჯისტიკასა და ტრანზიტს ეხებოდა. მაგრამ უკვე რამდენიმე კვირაში აფხაზური საზოგადოების ნაწილისთვის პროექტი მხოლოდ ინფრასტრუქტურული როდი იყო.
იზოლაცია, გაზრდილი ფასები, ყოველდღიური პროტესტი ქუჩაში. რა ელოდება 2026 წელს საქართველოს მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას? რადიო თავისუფლება „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტს, პაატა შეშელიძეს, ესაუბრა.
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
ჩამოტვირთე მეტი