Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მოზრდილი პლეილისტი გაგიკეთეთ - Crazy 88 ჰქვია


როგორც აღმოჩნდა, კარგა ერთი წლის წინ გაკეთებული დიდი სამგზავრო პლეილისტი ბევრს მოგეწონათ. თავიდან „თბილისი-ბათუმი-თბილისი“ ერქვა - ამ გზას მანქანით ისე გაივლიდი, რომ სიმღერა არ გამეორდებოდა. მერე კიდევ ბლომად დავამატე და ბათუმი კალკუტით შევცვალე - რომ, აი, უფრო გრძელ გზაზეც გეყოფოდა. მოკლედ, მაგ პლეილისტმა დღემდე 67 ათასამდე ნახვა (თუ უფრო, ალბათ, მოსმენა) დააგროვა და, ვიფიქრე, რადგან მოთხოვნა არის, ახალს გავაკეთებ მეთქი.

ახალი უფრო მოკლეა, რადგან პლეილისტში შემსრულებლის გამეორებისა არა მწამს (აქა-იქ გამეპარება ხოლმე, მაგრამ ეგ დაუდევრობით) და, ეხლა, მაგდენიც არ ვიცი, რომ წელიწადში ერთხელ 300-300 ახალი ძალიან კარგი სიმღერა გავაზიარო.

თუმცა, რაცაა რამდენიმე შაფლს გაწვდება. Crazy 88 დავარქვი, რადგან, გაგიკვირდებათ და, 88 სიმღერაა და თან ერთგვარი კინოს თემატიკაც დაყვება თან. კინოსი და ზაფხულის. მაგ ნიშნით შევარჩიე.

ჰო, „იუტუბის“ პლეილისტი იმიტომაა, რომ „სპოტიფაი“ და ეგეთები ჩვენთან ნაკლებად მოიპოვება. თუ გზაში მოსმენაც მოგინდათ, გირჩევთ ამ ჩემს ძველ სტატიასაც გაეცნოთ - რჩევებია, როგორ გავხადოთ „იუტუბის“ მოსმენა ტელეფონში უფრო მოსახერხებელი (გათიშული ეკრანით, რეკლამების გარეშე).

თავს დავდებ, რამდენიმე ახალ საყვარელ სიმღერას შეიძენთ. რაც განსაკუთრებულად მოგეწონათ, კომენტარებში აღგვინიშნეთ - გაგვეხარდება.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG