Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩვენი პირველადი ამოცანა მაშინ იყო სახელმწიფოს გადარჩენა"


3 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. მან ილაპარაკა 29 აგვისტოს ევროპარლამენტის "ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის" ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე - "10 წელი - გახსოვდეს 2008 წლის აგვისტო!". დისკუსიას მასპინძლობდა პოლონელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა, რომელიც აგვისტოს ომის დროს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის აპარატის უფროსი, მანამდე კი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. საკუთრივ დისკუსიის გარდა, რომელშიც ბათუ ქუთელიაც მონაწილეობდა, ის "დილის საუბრებს" უზიარებს მოსაზრებას დღეს არსებულ საერთაშორისო კონტექსტსა და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციის საჭიროებაზე. ბათუ ქუთელია თვლის, რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა და სირიამ მთლიანად შეცვალა საგარეოპოლიტიკური კონტექსტი, რაც იძლევა ნატოში საქართველოს გაწევრიანების "ისტორიულ შანსს".

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG