Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ცენტრში გვყავს თანამშრომლები - თავიანთი დარგის ერთადერთი სპეციალისტები"


26 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ბაჩო კეკელია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივმცოდნეობის და ელექტრონული არქივის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ნესტან ბაგაური, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლებისა და გამოფენების განყოფილების ხელმძღვანელი. მათ ილაპარაკეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ. "დილის საუბრების" სტუმრები ყვებიან ცენტრში დაცული ხელნაწერი ძეგლების, არქივების შესახებ. საინტერესოა ის გარემო, რომელშიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთ უწევთ მუშაობა. რაც შეეხება საიუბილეო ღონისძიებებს, 28-30 ივნისს თბილისში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - "ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა", 30 ივნისს კი ცენტრის საგამოფენო სივრცეში გაიხსნება გამოფენა - "ჩვენი მეხსიერება". ორგანიზატორების ერთ-ერთი გამოწვევაა რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადღება მიიპყრონ სხვადასხვა ღონისძიებით 30 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG