Accessibility links

ბერიკა შუკაკიძე განათლების რეფორმის არსსა და მასწავლებლის როლზე


ბერიკა შუკაკიძე განათლების რეფორმის არსსა და მასწავლებლის როლზე
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:53:26 0:00

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ბერიკა შუკაკიძე რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს გზებზე, რომლებმაც ბავშვებისთვის საინტერესო უნდა გახადოს სკოლა. ცენტრალური როლი მასწავლებელს ენიჭება. ერთი მხრივ, ქვეყანაში მასწავლებლების დეფიციტია, მეორე მხრივ, რიგ სკოლებში, სადაც ცოტა მოსწავლეა, მასწავლებლები არ არიან სრულად დატვირთულები. ანუ ისედაც დეფიციტური ადამიანური რესურსი უთანაბროდაც არის განაწილებული და არაეფექტიანად გამოიყენება. არის დასახლებები, სადაც განსაკუთრებით ჭირს სკოლებში კადრების მოზიდვა. და უმთავრესი - როგორი მასწავლებელი სჭირდებათ დღეს მოსწავლეებს? მასწავლებლებისთვის გამიზნული ერთ-ერთი უახლესი პროგრამაა „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“, რომლის განხორციელებაც ახლა იწყება, ითვალისწინებს 2000-მდე მასწავლებლობის მსურველის მომზადებას და მისი მიზანია მაღალმთიან და მცირეკონტინგენტიან სკოლებში მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრა. ბერიკა შუკაკიძე ლაპარაკობს პროგრამის კიდევ ორ მიზანზე: „პირველი - ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ახალგაზრდისთვის მიმზიდველი გახდეს მასწავლებლის პროფესია, მას ჰქონდეს ბევრი საათი და მიიღოს მაღალი ანაზღაურება და მეორე - არის წმინდა საგანმანათლებლო მიზანიც: თანამედროვე გაკვეთილი აღარსად ტარდება სხვა გაკვეთილებისგან იზოლირებულად. ასეთი სასწავლო პროცესი მოსწავლითვის მიმზიდველი აღარ არის. ჩვენ ვლაპარაკობთ და მომავალში უფრო აქტიურად განვიხილავთ პროექტულ სწავლებას, ინტეგრირებულ გაკვეთილს. მაგალითად, რომ ავიღოთ პროექტი „ქართული ვაზის ჯიშები“, რომელიც მინიმუმ ცხრა საგნის ინტეგრირებას გულისხმობს. ბავშვები იყოფიან ჯგუფებად და მონაწილეობენ პროექტის მომზადებაში. მაგალითად, ერთი ჯგუფი მუშაობს ქიმიის კომპონენტზე, მეორე - მათემატიკის კომპონენტზე, სხვები - ფიზიკის კომპონენტზე, ბიოლოგიაზე, მუსიკაზე, ქართულ ლიტერატურაზე. ეს ხდის საინტერესოს სასწავლო პროცესს და ჩვენ გვჭირდება მეტი ახალი ტიპის მასწავლებელი, რომელიც ყველა მომიჯნავე საგანში იქნება მომზადებული“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დეტალურად აღწერს ვინ შეიძლება ჩაერთოს „მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ და რა გზა უნდა გაიარონ კანდიდატებმა: „ეს პროგრამა ორგანიზებულია ორი ტიპის ადამიანისთვის: პირველი, ვინც არის მასწავლებლობის მსურველი - ადამიანი, ვისაც აქვს ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერი მიმართულებით და აქვს სურვილი გახდეს მასწავლებელი საშუალო და მცირეკონტინგენტიან სკოლებში. მათ ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ორი თვის განმავლობაში უფასოდ მოემზადონ საგნის კომპეტენციაში, თუმცა, ერთ-ერთ შერჩეულ საგანში უნდა ჩააბარონ გამოცდა, დაადასტურონ თავიანთი კომპეტენცია, რომ ჩვენმა საგნის ექსპერტმა თქვას, რომ, თუ მას გარკვეული მოცულობის ცოდნა აქვს ფიზიკაში, შეიძლება მისი ფიზიკის მასწავლებლად მომზადება. ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ შევა სკოლაში როგორც უფროსი მასწავლებელი. ამის შემდეგ მასწავლებლობის მსურველი გადის პრაქტიკას, რომ გამოსცადოს როგორ ხდება სასწავლო პროცესის ორგანიზება. შემდეგ, თუ ეს ადამიანი სკოლაში არსებულ ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვებს, ის სკოლაში შედის როგორც მაძიებელი მასწავლებელი. ამის შემდეგ, მთელი სემესტრის განმავლობაში ონლაინ ვეხმარებით დიდაქტიკაში - ეს კურსი ამერიკულ აკადემიასთან ერთად მომზადდა. ის გადის ამ კურსს და ზაფხულში აბარებს გამოცდას. თუ კანდიდატი წარმატებით გადალახავს ბარიერს, ის ხდება უფროსი მასწავლებელი და თუ გახდება საგნობრივი ჯგუფის უფროსი მასწავლებელი რეგიონში, დაახლოებით 1400 ლარამდე ანაზღაურებას მიიღებს. მეორე პროგრამა არის უკვე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმაონ ცოდნა საგანში ან მომიჯნავე საგანში შეიძინონ ცოდნა და გახდნენ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლები“. ბერიკა შუკაკიძის თქმით, პროგრამის მიმართ დიდი ინტერესია: „16 ოქტომბრის მონაცემებით, 2244 ადამიანია დარეგისტრირებული. მათგან 1076 არის მასწავლებლობის მსურველი. განაცხადების მიღება 11 ოქტომბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. შემდეგ იქნება საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. ამის შემდეგ ისინი ჩააბარებენ პრეტესტს, რომ დაადასტურონ საგნის მინიმალური კომპეტენცია. 1 ნოემბრიდან დაიწყება მათი მომზადება და კვირაში 16 საათი იქნება - პარასკევს, შაბათს და კვირას. პროგრამის მონაწილე უთითებს რეგიონს, სადაც სურს მუშაობის დაწყება და აგრეთვე უთითებს ა

XS
SM
MD
LG