Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის შეხვედრის მთავარი თემა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაა


ოკუპირებულ გალში იმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, 56-ე შეხვედრა. დღის წესრიგის მთავარი საკითხია 2016 წელს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობა. ამის შესახებ ოკუპირებულ გალში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს ენგურის ხიდთან აცნობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხს და ასევე, განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხო გარემოს“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

19 მაისს ორი წელი შესრულდება გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. ქართული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან დღემდე უშედეგოდ მოითხოვს მკვლელობაში ბრალდებული "მესაზღვრის" რაშიდ კანჯი ოღლის გადაცემას. ქართული სასამართლოს მიერ კანჯი ოღლის დაუსწრებლად აქვს მისჯილი 14 წლით პატიმრობა და ის ძებნილადაა გამოცხადებული.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო, 2018 წლის იანვარში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ ორგანიზაციასთან, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ ერთად სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ. საჩივარში დასაბუთებულია რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სიცოცხლისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებათა დარღვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG