Accessibility links

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."


გია ჯანდიერი, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცეპრეზიდენტი

“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი განაპირობებდა მათ შორის ლარის სიმყარესაც.

„დილის საუბრების“ სტუმარი ლაპარაკობს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და არაფრისმომცემად მიაჩნია თითის სხვისკენ გაშვერა:

„ნებისმიერი ფაქტორი, საითაც უნდა წახვიდეთ, მაინც მთავრობასთან მიდის და ის კაკაფონიაც, რომელიც ატყდა ტურიზმის შემცირებასთან დაკავშირებით, ესეც, ჩემი აზრით, მთავრობასთან მიდის, რომელმაც უამრავი შეცდომა დაუშვა არა მარტო რიტორიკით, არამედ პირდაპირი მოქმედებებით, რომ რამენაირად რუსი ტურისტი შემოგვეყვანა საქართველოში. ეს არავის ბრალი არ არის გარდა მთავრობისა“.

გია ჯანდიერის შეფასებით, ეკონომიკისთვის ბიძგის მიმცემი საშემოსავლო გადასახადის შემცირება იქნებოდა - მეტი ფინანსური რესურსის დატოვება ეკონომიკისთვის. ამას გარდა, ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ განსაზღვროს რა არის მისი ეკონომიკური ნიშა, რისი წარმოება იქნებოდა მომგებიანი ქვეყნისთვის. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი შენიშნავს, რომ ყველაზე ძლიერი ტურისტული ქვეყნებისთვის ტურიზმი არ არის მთავარი შემოსავლის წყარო, არამედ ისინი აწარმოებენ კონკრენტუნარიან საექსპორტო პროდუქციას:

„ჩვენ შეიძლება გავიხსენოთ ყველაზე ძლიერი ტურისტული ქვეყნები და აღმოვაჩინოთ, რომ ისინი ტურიზმით არ ცხოვრობენ: საბერძნეთი, იტალია, ავსტრია, საფრანგეთი - ესენი არც ერთი არ ცხოვრობს ტურიზმის იმედზე. უამრავი საუცხოო პროდუქცია აქვთ. ჩვენ ეკონომიკური სიტუაცია უნდა შევქმნათ ისეთი, რომ გამოჩნდეს აქ რა არის ნიშა“.

ნიშას რაც შეეხება, გია ჯანდიერი ასეთ რჩევას იძლევა:

„მე თუ მკითხავენ, რისი კეთება შეიძლება საქართველოში, ვუპასუხებ - იმისი, რასაც არ აკეთებს ჩინეთი. თუ ჩინეთი უკვე აკეთებს რაღაცას, იმ სფეროში შესვლა ძალიან რთული იქნება“,

ეკონომიკის ექსპერტი ლაპარაკობს სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროგრამების არაეფექტიანობაზე, ეკონომიკურად გაუმართლებლობაზე და თვლის, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში, ლოგიკურად ხდება ფავორიტიზმის გამომწვევი.

რაც შეეხება ხელისუფლების გზავნილებს:

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG