Accessibility links

რას ნიშნავს და რატომ არის მნიშვნელოვანი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია?


14 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გოგია, "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. მან ილაპარაკა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშზე - "სამაგალითო დასჯა: საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები", რომელიც საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას, ბოლო წლებში მისი ცვლილებების დინამიკასა და ამ პოლიტიკის შედეგებს - ცალკეული ადამიანის ბედზე ზეგავლენას შეეხება: ""ჰიუმან რაიტს უოჩი" ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარებისა და პირადი მოხმარებისთვის ფლობის კრიმინალიზაციის წინააღმდეგია. ვაცნობიერებთ, რომ მთავრობებს აქვთ ნარკოტიკებით გამოწვეული საზოგადოებრივი ზიანის პრევენციისა და საფრთხის შემცველი ქცევის, მათ შორის ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხის შემცველი ქცევის კრიმინალიზაციის ლეგიტიმური ინტერესი. თუმცა, მთავრობებს აქვთ მიზნის მიღწევის სხვა საშუალებებიც სისხლის სამართლის კოდექსის გარდა და არ სჭირდებათ მისდიონ კრიმინალიზაციის მიდგომას, რომელიც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და როგორც ეს ანგარიშიც დოკუმენტურად ადასტურებს, ზიანს აყენებს ცალკეულ პირებსა და ოჯახებს", - წაიკითხავთ "ჰიუმან რაიტს უოჩის" ანგარიშში, რომელიც 13 აგვისტოს გამოქვეყნდა. ანგარიშის ავტორები რეკომენდაციებს სთავაზობენ საქართველოს ხელისუფლებას, რომელთა შორისაა: ნარკოტესტირების არსებულ პრაქტიკაზე უარის თქმა და ისეთი დამატებითი სასჯელების გაუქმება, რომლებიც ნარკოტიკული დანაშაულის გამო მსჯავრდებულ პირებს უკრძალავს ავტომობილის მართვას და უზღუდავს სხვადასხვა პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლებებს.

Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG