Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაე, ვლადიმირ პუტინმა იხილოს გზები მართალი“


რუსმა კუდიანებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის პრეზიდენტს

ავტორი: ალექსეი ალექსანდროვი

ოკულტისტურმა ორგანიზაციამ, „უძლიერეს კუდიანთა იმპერიამ“, რუსეთისა და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდასაჭერად ჩაატარა სპეციალური რიტუალი - „რიგგარეშე მაგიური წრე“.

„კუდიანთა იმპერიაში“ გადაწყვიტეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო არჩევნებში ხმათა 77 % მიიღო, მაინც საჭიროებს მაგიურ მხარდაჭერას.

მოსკოვის ცენტრში მდებარე ვილაში 5 თებერვალს - ზოგი ტაქსით და ზოგი მეტროთი - „მოფრინდა“ რამდენიმე ათეული ქალი, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ მაგიური საქმიანობით დაკავებულ კუდიანებს.

„ვისაც ესმის თუ არ ესმის, ვინც ხედავს თუ ვერ ხედავს, ვინც იყო, არის და იქნება, ჩემს სიტყვას არ დაივიწყებს: აღსდექი სიდიადით, რუსეთის ძალავ, წარმართე ვლადიმირ პუტინის გზები სწორად და სამართლიანად - ჩემი სიტყვის შეწევნით“.

მოსკოველი კუდიანები პუტინის მხარდამხარ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:54 0:00

ალენა პოლინი, როგორც საკუთარ თავს უწოდებს, მემკვიდრეობით კუდიანი და „უძლიერეს კუდიანთა იმპერიის“ დამაარსებელი, განმარტავს, რომ რიტუალი ტარდება რუსეთის საკეთილდღეოდ, ხოლო პრეზიდენტი - ეს ქვეყნის მთავარი სახეა:

„ხელისუფლება - ეს არის გარკვეული სორბენტი, რასაც ეს ხალხი და ქვეყანა იმსახურებს, და გრძნეულები უარყოფითად არ უნდა საუბრობდნენ ვინმეზე, რომელიმე პრეზიდენტზე“.

სხვა კუდიანები ასევე ძალიან ლოიალურად არიან განწყობილი რუსეთის პრეზიდენტისადმი.

ერთ-ერთი მათგანია იულიანა ზოლოტნიცკაია, რომელიც ატარებს ფულად რიტუალებს და მთავარი კუდიანის სწავლების მიხედვით „წმენდს მოდგმას“. იგი დარწმუნებულია, რომ „აუცილებლად საჭიროა მთავრობის და, პირველ ყოვლისა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის მხარდაჭერა“.

„ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტს იმ ძალებით, რომლებსაც ვფლობთ“, - ამბობს კუდიანი ირინა. შეკითხვაზე, თუ რატომაა მძიმე მდგომარეობა და ვის ებრძვის პუტინი, მან გვიპასუხა:

„ყველას, ვინც მას თავს ესხმის. და ჩვენ გვსურს, რომ ეს ბოროტმზრახველები გაჩუმდნენ“.

რუსეთის პრეზიდენტის ამ ბოროტმზრახველებისა და მტრების წინააღმდეგ კუდიანებმა მოიფიქრეს ლოცვა:

„ვინც მტრულად მოვა ჩვენთან, ვინც მტრულად წავა ჩვენგან, ვინც ზიანს აყენებს და ბოროტად საუბრობს, მარადის და დაუსაბამოდ წყეული იყვნენ მტრები, წყეული იყვნენ მტრები!“

მაგრამ თუ ვინ არის მტერი, მაგიური რიტუალის წარმომადგენლებმა ვერაფრით ვერ თქვეს.

„ძალის წრისათვის“ საგანგებოდ შეარჩიეს რაოდენობა, დრო, ადგილი, - ამბობს ალენა პოლინი:

„ყველაფერი გულდასმით იქნა შესწავლილი, რათა ენერგია სწორად წასულიყო, და იგი მიმართული იყო მიწაზე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ რუსეთის მეშვეობით. მაგრამ ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ქვეყნის პრეზიდენტს და, შესაბამისად, შემწეობა მას!“

თავად რიტუალი წარმოადგენდა მთავარი მოსკოველი კუდიანის წიგნის ერთობლივ კითხვას და მხოლოდ ოც წუთს გაგრძელდა, მაგრამ კუდიანები დარწმუნებული არიან, რომ გრძნეულთა ასეთი ფესტივალი აუცილებლად შესძენს ძალას პუტინს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG