Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი 4-7 თებერვალს ვაშინგტონს ეწვევა


საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას მინისტრის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, რომელიც 4-7 თებერვალს გაიმართება.

სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე ექსპერტულ წრეებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG