Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით წერეთელი ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხზე


დავით წერეთელი ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხზე
please wait

No media source currently available

0:00 0:30:32 0:00

თითქმის საუკუნის წინ მიკრობიოლოგ ალექსანდერ ფლემინგის მიერ ანტიბიოტიკის აღმოჩენამ უდიდესი შედეგი მოიტანა ადამიანების ბაქტერიული დაავადებებისგან დაცვის თვალსაზრისით. ვიდრე დინამიურად ვითარდებოდა ანტიბიოტიკების შემუშავების პროცესი, ადამიანი ახერხებდა ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების კონტროლს, თუმცა დღეს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად ჯანდაცვის სფეროში იქცა ანტიმიკრობული რეზისტენტობა. მედიცინის დოქტორი, „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ (NCDC) მთავარი სპეციალისტი, დავით წერეთელი რადიო თავისუფლების ეთერში ასე აღწერს რეალობას: „მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში ძალიან რთული ვითარებაა და ჩვენ ვართ ერთგვარ ცაიტნოტში, არის ძალიან მცირე დრო გადაწყვეტილებების მისაღებად. გასული საუკუნის 70-იან, 80-იან წლებში კაცობრიობამ გარკვეულწილად დაამარცხა ბაქტერიები, რადგან იმ დროს ხდებოდა ძალიან დიდი რაონდეობით ახალი ანტიბიოტიკების შემუშავება, მაგრამ, სამწუხაროდ, ასევვე ხდებოდა მათი არამათლზომიერი გამოყენება. დღეს უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ სამწუხაროდ, ბაქტერიებმა დაამარცხეს კაცობრიობა და კაცობრიობა არის უფსკრულის პირას“. „უფსკრულს“ დავით წერეთელი უწოდებს ანტიმიკრობულ რეზისტენტობას, რასაც დიდწილად ადამიანის გაუთვითცნობიერებლობა განაპირობებს: „ანტიმიკრობული რეზისტენტობა არის ბუნებრივი პროცესი და მას ხელს უწყობს უპირატესად მედიცინასა და ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების არამიზანმიმართული და არარაციონალური გამოყენება როგორც მოსახლეობის, ისე, სამწუხაროდ, სამედიცინო პერსონალის მიერ“. მედიცინის დოქტორი აზუსტებს ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების გამოყენების ქართულ პრაქტიკას: „დიდი ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ ანტიბიოტიკები არ იყოს გამოყენებული ვეტერინარიაში არარაციონალურად, არამიზანმიმართულად და არ იყოს გამოყენებული ცხოველთა კვებისა და პრევენციისთვის. ხშირად ზოგიერთი ფირმა მას იყენებს ცხოველთა მასის გაზრდისთვის, რაც ძალიან სამწუხაროა და ერთ-ერთი მიზეზია რეზისტენტობის“. „დილის საუბრების“ სტუმარი გამოყოფს როგორც ზოგადი მოსახლეობის, ისე სამედიცინო პერსონალის ნაწილისთვის დამახასიათებელ ზოგიერთ ქცევას: „საქართველოში მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე იღებს ანტიბიოტიკებს. ერთია მიღება და მეორეა ის, რომ მოსახლეობამ არ იცის რა დოზით და რა ხანგრძლიობით მიიღოს პრეპარატი. ეს არის ძალიან ცუდი. ძალიან ხშირად ერთმანეთს ვუყურებთ - ეს ანტიბიოტიკი ჩემს მეზობელს მოუხდა, მეც ეს უნდა დავლიო და მეორე - როდესაც გამოჯანმრთელების პროცესი მიდის, გარკვეულ შუა პროცესში ადამიანი წყვეტს ანტიბიოტიკის მიღებას და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარების. ძალიან ხშირად კლინიკებში სამედიცინო პერსონალი არ მიმართავს მიკრობიოლოგიურ კვლევებს, რომლის შედეგადაც დადგინდება ზუსტად გამომწვევი და თუ რომელი ანტიბიოტიკებისადმი არის პათოგენი რეზისტენტული, რომ ჩატარდეს მიზანმიმართული ანუ წერტილოვანი დარტყმა ამ ბაქტერიის მიმართ“. დავით წერეთელმა აღნიშნა, რომ საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგია, რომელიც ქართველი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მონახილეობით შემუშავდა. ანტიმიკრობული რეზისტენტობა გლობალური პრობლემაა და შეუძლებელია მას რომელიმე ცალკე აღებული ქვეყანა ან რეგიონი დამოუკიდებლად გაუმკლავდეს. წერეთლის თქმით, საქართველოს ეროვნული სტრატეგია სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის ამოცანებთან და „მის შესრულებაში არის გარკვეული წარმატებებიც და ხარვეზებიც“. NCDC-ს მთავარი სპეციალისტი ხაზს უსვამს აგრეთვე ე.წ. „სარეზერვო“ ანტიბიოტიკის არამიზანმიმართულად გამოყენების პრაქტიკას, როცა სამედიცინო პერსონალი, შეიძლება ითქვას,„ჩიტის მოსაკლავად ისვრის ზარბაზანს“. ასეთ დროს მან შეიძლება დაამარცხოს დაავადების გამომწვევი ბაქტერია, მაგრამ ხელს უწყობს ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებას. მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყანაში ანტიმიკრობული რეზისტენტობის მონიტორინგი. დავით წერეთელი ყვება წარმატებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე: „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ევროკავშირისა და დასავლეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებით. მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG