Accessibility links

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადება ზუგდიდში აქტიურად მიმდინარეობს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებული და ორიგინალური იქნება. ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე განთავსდა პავილიონები, რომლებიც ხვალ დილიდან სხვადასხვა დანიშნულებისამებრ იქნება ათვისებული. საზეიმო ღონისძიებები მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.

please wait

No media source currently available

0:00 0:02:43 0:00
Direct link

განსაკუთრებული განწყობა აქვთ ზუგდიდელებს. რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ შვილებთან ერთად დაესწრებიან მთელი დღის განმავლობაში ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებს და მათ კიდევ ერთხელ უამბობენ 100 წლის წინ მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ:

„ახლა როგორც ზარ-ზეიმით ხვდებიან, სულ ისე უნდა ხვდებოდნენ, რადგანაც ყველა ქართველმა უნდა შეიგრძნოს, რომ ეს ისტორია არ უნდა დაიკარგოს. ის წლები და, ზოგადად, ის პერიოდი, როგორშიც საქართველომ აღიარა დამოუკიდებლობა, ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს 100 წელია საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი“;

ზუგდიდი
ზუგდიდი

„უნდა იყოს გარემო თავისუფალი, უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ღონისძიებები. არის კიდევაც მზადება, როგორც დღეს ვნახე, და ეს ძალიან მომეწონა“;

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვისურვებდი მართლა დამოუკიდებელ და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას“, - აცხადებენ რესპონდენტები.

იქნება კოსტიუმირებული მსვლელობა. აქ ჩართულები არიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე ჩვენი თეატრის პროფესიონალი მსახიობები და უამრავი ადამიანი, ვინც იზრუნებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის ეპოქა გაცოცხლდეს...
ბადრი წერედიანი

ზუგდიდის მთავარ მოედანზე ისტორიული ფოტოების გამოფენითა და სხვადასხვა თეატრალიზებული სანახაობის მოწყობით ორგანიზატორები 100 წლის წინანდელი საქართველოს გაცოცხლებას გეგმავენ.

„ყველა იმ მეგრული ტრადიციის მასტერკლასი იქნება, რაც იყო ძველ სამეგრელოში. იქნება თიხაზე მუშაობა, ქვაზე ჭრა, ხეზე ჭრა. იქნება მებადურის კუთხე და იქნება სამზარეულოს კუთხე, სადაც მომზადდება უძველესი, ტრადიციული მეგრული კერძები. გვექნება ასევე ღვინის კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება ძველი მეგრული ჯიშების დამყნობის მასტერკლასი“, - ამბობს ქეთევან ჯოლოხავა, ეთნოგრაფიული კუთხის ხელმძღვანელი.

ბულვარის მიმდებარედ, ე.წ. ძველი სახლის აივანზე, თეატრის მსახიობები გააცოცხლებენ ისტორიულ ფაქტს, როცა მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება ამცნეს.

„იქნება კოსტიუმირებული მსვლელობა. აქ ჩართულები არიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე ჩვენი თეატრის პროფესიონალი მსახიობები და უამრავი ადამიანი, ვინც იზრუნებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის ეპოქა გაცოცხლდეს და ბოლომდე ვაგრძნობინოთ ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს ის, თუ რა შეგრძნება იყო კონკრეტულად იმ დღეს, როცა ამ დიდი მოვლენის გამოცხადება მოხდა ჩვენს ქალაქში“, - ამბობს ზუგდიდის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი.

მოეწყობა კოსტიუმირებული მსვლელობა, რა დროსაც გიმნაზიის სტუდენტების სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები ქუჩებში დაყრიან დეპეშებს, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ამცნონ ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG