Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასაქმების პრობლემა საქართველოში


ავტორი: ნინო საჩალელი
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი

საქართველო დიდი ხანია დასაქმების პრობლემის წინაშე დგას, 2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანა. ამ შემთხვევაში მინდა შევეხო მერვე მიზანს, რომელიც გულისხმობს: სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ღირსეული სამუშაო, ამისთვის აუცილებელია ადამიანმა მიიღონ ღირსეული ცოდნა და გამოცდილება. ხშირად ხდება დღეს ქართულ რეალობაში, რომ ადამიანებს უწევთ ისეთ პოზიციებზე მუშაობა, რომელსაც თვლიან, რომ საერთოდ არ შეეფერება მათ ცოდნას და გამოცდილებას, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. აქ თავს იჩენს მეორე პრობლემაც, თუ რამდენად სწორად ირჩვენ ადამიანები პროფესიას და იძენენ ცოდნას? საქართველოში ნაკლები პოპულარობით სარგებლობს ტექნიკური მიმართულებები და კომპანიები კადრების შერჩევისას რიგი პრობლემების წინაშე დგებიან, დასაქამების პრობლემა, განსაკუთრებით თავს იჩენს ხოლმე კრიზისულ პერიოდებში, დღეს როდესაც ტურიზმის სექტორი კოლაფსს განიცდის და სტატისტიკის მიხედვით ყოველი მეთერმეტე ადამიანი ტურიზმის ინდუსტრიაში არის დასაქმებული, ცხადია რამოდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი, განსაკუთრებით ტურიზმისთვის აქტიურ, სეზონურ პერიოდში.

აღსანიშნავია, ასევე პროფესიონალი კადრების მოძიების პრობლემა რეგიონებში, რადგან უმეტესობა სწავლის დასრულების შემდეგ ცდილობს დასაქმდეს დედაქალაქში და არ ცდილობს მიღებული ცოდნა და გამოცდილება მის რეგიონს მოახმაროს. თუმცა ეს ტენდენცია ნელ-ნელა უკვე იცვლება და ახალგაზრდები ცდილობენ დაბრუნდნენ რეგიონებში და დაიწყონ მცირე ბიზნესი, რადგან გამოიხატება სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ღვინის წარმოებაში და ა.შ., თუმცა ასეთი მცირე ბიზნესის წასახალისებლად სასურველია განხორციელდეს უფრო მეტი პროექტები და იაფი სესხის პროგრამები, რომ ადამიანებს საშუალება მიეცეთ დასაქმდნენ და სხვა ადამიანებით დაასაქმონ, რაც რეგიონებში აღმოფხვრის, როგორც დასაქმების ასევე სიღარიბის პრობლემას, რის წინაშეც არაერთი ჩვენი თანამოქალაქე დგას.

აქედან გამომდინარე, პროფესიის არჩევისას ადამიანებმა უნდა მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილება, კარგად შეაფასონ შრომითი ბაზარი და შეიძინონ ისეთი პროფესია, რაც მათ დაეხმარება ღირსეული პირობებში დასაქმდნენ და აკეთონ მათი საყვარელი საქმე, სადაც დასაქმებულები იქნებიან სტაბილურად.

ბოლოს კი შეიძლება ითქვას ჯონ კენედის სიტყვები „ ნუ იკითხავთ რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანამ თქვენთვის, იკითხეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მისთვის“. სწორედ ასეთი მიდგომით და აზროვნებით შეეძლება ქვეყანას მიაღწიოს სასურველ შედეგებს, ყველა ჩვენი თანამოქალაქის ჩართულობით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG