Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დროა, ყველაფერი გადავაფასოთ. ნაკლები ემოციით და მეტი პრაგმატიზმით შევხედოთ საკითხს“


საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაზე მსჯელობა კვლავ გაააქტიურა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორ ლუკ კოფის იდეის ხსენებამ. განცხადება და კომენტარები ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა თბილისში გამართულ ორდღიან კონფერენციაზე. მან რადიო თავისუფლებას უთხრა: „ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ნატოში ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ იმავე კითხვას“.

XS
SM
MD
LG