Accessibility links

ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ


ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

რეზოლუციის ტექსტი (არაოფიციალური თარგმანი)

  1. კიდევ ერთხელ ადასტურებს ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; აღიარებს, რომ გაეროს ქარტიაში, 1975 წლის ჰელსინკის დეკლარაციაში და 1990 წლის ეუთოს პარიზის ქარტიაში მოყვანილი პრინციპები წარმოადგენს ევროპის კონტინენტზე მშვიდობის ქვაკუთხედს;
  2. კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და უთანხმოებების მშვიდობიანი მოგვარება ევროპის უსაფრთხების წესრიგის ამომავალი პრინციპებია; ხაზს უსვამს, რო კონფლიქტების გადაჭრა საქართველოში აუცილებელია მთლიანად ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად; მიიჩნევს, რომ ეს კონფლიქტები და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელება წარმოადგენს სხვა ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტის მიმართ პოტენციურ საფრთხეს;
  3. მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ გააუქმოს მისი გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. გმობს ვენესუელის, ნიკარაგუას, სირიისა და ნაურუს გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ და მოუწოდებს მათ, გააუქმონ ეს აღიარება;
  4. ხაზს უსვამს, რომ საჭიროა რუსეთის ფედერაციამ უპირობოდ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ყველა პირობა, კონკრეტულად კი მისი პირობა საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების სრულად გაყვანის შესახებ;
  5. მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და სრულად სცეს პატივი საქართელოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ისევე, როგორც მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას და შეწყვიტოს ორივე რეგიონის დე ფაქტო ინტეგრაცია რუსეთის ადმინისტრაციაში;
  6. ადასტურებს ევროკავშირის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ურყევ ერთულებას, რაც გულისხმობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას ყოვლისმომცველ მიდგომაში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, მის მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობას, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველოში და და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას;
  7. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააგრძელოს თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და ხელი შეუწყოს ამ სასამართლოს პროკურატურის გამოძებებს, ასევე იმის უზრუნველყოფას, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეესტრმა შეასრულოს მისი მანდატი, რომელიც კავშირის დახმარებასა და მსხვერპლთა მონაწიელობას გულისხმობს;
  8. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას ევროკავშირის მონიტორინგის მისიას უპირობო წვდომის საშუალება მისცეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიორიებზე, მისი მანდატის შესაბამისად; იმეორებს, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია ერთადერთი მუდმივი საერთაშორისო წარმომადგენლობა ადგილზე, რომელიც მიუკერძოებელ ინფორმაციას ავრცელებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ვითარების შესახებ და ითხოვს მისი მანდატის გაგრძელებას 2018 წლის 14 დეკემბრის შემდეგაც;
  9. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ბორდერიზაცია, რომლის განხორციელებასაც ის ცდილობს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟებით; მოუწოდებს ასევე, რომ შეწყვიტოს საქართველოს მთავრობის კონტროლირებადი ტერიტორიაზე მცოცავი შეჭრა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გადაწევა, ადამიანების კონტაქტის შეგნებული შეფერხება და ორივე ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლების იზოლაცია.
  10. გმობს ათობით ქართული სოფლისა და ქართული ეკლესიის გამიზნულ განადგურებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე შეგნებულ მცდელობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურისა და ისტორიის კვალის წაშლისა და გმობს ანტაგონისტურ და გამყოფ ინიციატივებს, როგორიცაა 2017 წლის ე.წ. რეფრენდუმი, რომელმაც ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სახელის ცვლილება მოიწონა;
  11. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაიცვას კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის პრინციპი და უპასუხოს საქართველოს ცალმხრივ გადაწყვეტილებას ძალის არგამოყენების შესახებ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა;
  12. მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომელსაც „ნაბიჯი უკეთესი მომამვლისთვის“ ეწოდება და რომელიც მიმართულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ჰუმანუტარული და სოციო-ეკონომიკური ვითარების გასაუმჯობესებლად, ადამიანებს შორის კონტაქტის გასაძლიერებლად და დაყოფილ თემებს შორის კავშირების აღსადგენად;
  13. შეახსენებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ძალას, რომ მას აქვს ვალდებულება მოსახლეობის წინაშე და მან უნდა შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, გადაადგილებისა და ცხოვრებს თავისუფლების შეზღუდვა, დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, საკუთრების უფლების დარღვევა და საკუთარ ენაზე განათლების მიღების წვდომის შეზღუდვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
  14. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, აღკვეთოს დაუსჯელობა და ეთნიკურად მოტივირებული დანაშაულები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საქართველოს ტერიტორიებზე და მოაშოროს წინაღობა რომელიც ხელს უშლის ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის უკანონო მკვლელობის განმახორციელებელთა სამართალში მიცემას;
  15. მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ პარტიათა შეთანხმებით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც აწესებეს შავ სიასიმ პირებისა, რომლებიც მონაწილეობდნენ მსგავსი დარღვევების მიჩქმალვაში (ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია) და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და საბჭოს შავ სიაში შეიყვანოს და ნაციონალური და ევროკავშირის დონის სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში არიან დასახელებულნი ან მომავალში იქნებიან დასახელებულნი;
  16. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას საშუალება მისცეს იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებში და უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა ადგილზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის საერთშორისო მექანიზმებისთვის;
  17. კიდევ ერთხელ გმობს პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და სოციალური მედიის ინფლიტრაციის სუბვერსიულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საქართველოში დემოკრატიისა და საზოგადოების დასასუსტებლად და რომელიც ახდენს ინსტიტუტების დისკრედიტაციას, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას, ყალბი ნარატივების გავრცელებას, სოციალური დაძაბულობის ზრდას და მედიის მიმართ ზოგადი უნდობლობის ზრდას; გმობს, ამ კონტექსტში, ინფორმაციულ ომს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს თავისი სახელმწიფო მედიის გამოყენებით და შეგნებულად ავრცელებს ყალბ ახალ ამბებს, რათა გავენა მოახდინოს საშინაო პოლიტიკაზე და ძირი გამოუთხაროს ევროპული ინტეგრაციის პროცესს;
  18. ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო საოგადოებამ უნდა დაიჭიროს თანმიმდევრული, კოორდინირებული, ერთიანი და მტკიცე პოზიცია რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის წინააღმდეგ, რაც ერთდაერთი საშუალებაა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის უზრუნველსაყოფად და სამეზობლოში მსგავსი კონფლიქტების პრევენციისათვის;
  19. მოუწოდებს ევროკავშრის ინსტიტუტებს, მიიღოს მიდგომა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპის პარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების მიერ მიღებულ პოლიტიკასთან და რომელიც გამოიყენებს უფრო ზუსტ ტერმინებს, რომელიც რუსეთის აგრესიას საქართველოში განსაზღვრავს, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას;
  20. ავალებს მის პრეზიდენტს, რომ გაუგზავნოს ეს რეზოლუცია ევროკავშირის საბჭოს, კომისიას და ევროკავშირის წარმომადგენლობას საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ეუთოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს და რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და პარლამენტს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG