Accessibility links

"გაურკვეველია ეს სამიტი რას ემსახურებოდა"


17 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა აკობია, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი. ის გამოეხმაურა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ჰელსინკიში შეხვედრას. ეკა აკობიამ ილაპარაკა 16 ივლისის სამიტის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის აქცენტებზე და იმ საერთაშორისო კონტექსტზე, რომელშიც ტრამპი-პუტინის შეხვედრა შედგა. პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ამ სამიტზე არც ერთ მნიშვნელოვან თემაზე არ შემდგარა რაიმე შეთანხმება პუტინის რუსეთთან და აშშ არ წასულა დათმობაზე. თუმცა, ეკა აკობია ყურადღებას ამახვილებს სამიტისშემდგომი პრესკონფერენციის ზოგიერთ გზავნილზე, რომელიც სასურველი იყო არ გაჟღერებულიყო. მიუღებელია პიროვნულ დონეზე ალაგებდე ურთიერთობებს ქვეყანასთან და არ ცდილობდე საჯაროდ მაინც გაკიცხო, მიანიშნო, თუნდაც, დიპლომატიურად, თუნდაც, ძალიან მოზომილ ტონებში, რომ ესეთი ქცევები არის მიუღებელი და ასეთი ქცევების ფონზე ვერ გექნება სრულფასოვანი პარტნიორობა. ეკა აკობია ყურადღებას ამახვილებს სირიის საკითხზე და რუსეთის მცდელობაზე გამოიყენოს მომენტი თავისი როლის "გალამაზებისთვის", როცა ლაპარაკობს სირიაში მის პერსპექტიულ ჰუმანიტარულ როლზე. აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა იყო ორი პრეზიდენტის სამიტის და პრესკონფერენციის ერთ-ერთი თემა. ეკა აკობია ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპს ძალიან უჭირს გააცალკეოს მესამე მხარის დანაშაული მისი ქვეყნის წინაშე და არჩევნებში მისი გამარჯვების სისუფთავე. ეს სამიტი იმითაც გამოირჩეოდა, რომ 16 ივლისის სამიტს არ ჰქონდა ზუსტი დღის წესრიგი. ეს პრესკონფერენციაზეც გამოჩნდა.

ეკა აკობია ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:26:45 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG