Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელიზაბეთ რუდი: შევთანხმდით, რომ გაგრძელდება დისკუსია


„ვისაუბრეთ სხვადასხვა გამოსავალზე, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, შევთანხმდით, რომ გაგრძელდება დისკუსია. ოპოზიცია და მმართველი გუნდი დათანხმდნენ, რომ კიდევ უნდა გაიმართოს საუბრები და შეერთებული შტატები და სხვა საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, დაეხმარონ ამ პროცესში“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა, სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციის, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სასტუმრო „ბილტმორში“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დილის 10 საათიდან დღის 5 საათამდე იმართებოდა და როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, ის უშედეგოდ დასრულდა. ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ შეხვედრაზე მათ ოპოზიციისთვის ქუჩაში დარჩენის შეთავაზება შეუძლიათ.

შეხვედრაზე განიხილებოდა საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელი“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს.

შეხვედრას ესწრებოდა დიპლომატიური კორპუსი და არ ესწრებოდნენ #სირცხვილიას და სხვა სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც საარჩევნო წესის ცვლილებას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG