Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებელმა ეკლესიამ 27 ტრანსგენდერ ქალს საკვები გაუგზავნა


აქტვისტი ნატა ფერაძე ფეისბუკში ავრცელებს იმ პროდუქტების ფოტოებს, რომელიც ტრანსგენდერი ქალების დასახმარებლად ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოაგროვა. დახმარება საკვებს მოიცავს და 27 ქალისთვისაა განკუთვნილი. ნატა ფერაძის თქმით, ეკლესიამ არჩია, ტრანსგენდერ ქალებს ანონიმურად, იდენტიფიცირების გარეშე დახმარებოდა.

ტრანსგენდერმა ქალებმა პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში არაერთხელ ითხოვეს დახმარება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისგან. ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ 2 მაისს ყველა ტრასნგენდერს, რომელიც კრიზისის გამო სახლის გარეშე დარჩებოდა, ეკლესიის სივრცეებში ღამის გათევა შესთავაზა.

XS
SM
MD
LG