Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისის ღამე და ექვსი ფოტოგრაფის თითო კადრი


20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე თითქმის ყველა მედიაორგანიზაცია მუშაობდა. რეზინის ტყვიებისა და მხუთავი გაზისაგან 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. ამ გალერეაში ექვსი ფოტოგრაფის თითო კადრს წარმოგიდგენთ. თითოეულ ფოტოს თავისი ისტორია აქვს.

სპეცრაზმი პარლამენტთან
please wait

No media source currently available

0:00 0:00:53 0:00

ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე ერთ-ერთია, ვისაც „გავრილოვის ღამეს“ ტყვიები დაუშინეს. ერთი ტყვია რამდენიმე თვე სხეულით ატარა.

ზურაბ ცერცვაძე: „დარბევის ხაზისკენ მივიწევდი და თან კადრებს ვიღებდი. რაღაც მომენტში რკინის წაქცეულ ჯებირს წამოვედე და ხალხის მასის ფეხებქვეშ აღმოვჩნდი. ადგომას რომ ვცდილობდი, დავინახე, როგორ გამიზნულად ჩაარტყა ჩემს კამერას ფეხი სპეცრაზმელმა. სათადარიგო კამერა იყო, გული არ დამწყვეტია. გავმართე ჩემი ძირითადი კამერა, წყალი დავლიე და ისევ ეპიცენტრისკენ წავედი“.

გიორგი გოგუა: „ორი წამის შემდეგ ის ადამიანი იქ აღარ იყო“
please wait

No media source currently available

0:00 0:00:42 0:00

გადარჩა თუ არა მწვანემაისურიანი კაცი, ამის გარკვევას რამდენიმე დღე დასჭირდა. მანამდე მხოლოდ ის კადრები ვიცოდით, რომლებზეც ნათლად ჩანს, თუ როგორ შეათრიეს სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე სპეცრაზმის სიღრმეში.

გიორგი გოგუა: „ეს ფოტო გადავიღე და ორი წამის შემდეგ ეს ადამიანი იქ უკვე აღარ იჯდა, მოძრავმა სპეცრაზმმა ჩაყლაპა“.

დაუცველი მედია
please wait

No media source currently available

0:00 0:00:30 0:00

სხვებთან შედარებით ამ ფოტოზე თითქოს არაფერი ხდება განსაკუთრებული, რეალურად კი ნისლივით მასა, რომელიც კამერების წინ ჩანს, მხუთავი გაზია. OC Media-ს ჟურნალისტი მარი ნიკურაძე, რომელმაც ეს კადრი გადაიღო, დაშავებულ ჟურნალისტებს შორისაა, მას ტყვია ფეხში მოხვდა.

მარი ნიკურაძე: „ძალიან ჭკვიანურად უნდა გვემუშავა, რომ თან გადაგვეღო, იქ რაც ხდებოდა და თან ჩვენს უსაფრთხოებაზე გვეფიქრა. ზოგი ძალიან მძიმედ დაშავდა - მაგალითად, მაკა ანთიძე, გურამი...“

სპეცრაზმის წინ დაჩოქილი ხელებაწეული კაცი - ამ ფოტომ 21 ივნისს ყველა მედია მოიარა, თუმცა შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ მისი გადაღების შემდეგ ფოტოგრაფს, გურამ მურადოვს, 12 ტყვია ესროლეს.

12 ტყვია ზურგში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:16 0:00

Civil. Ge-ის ფოტოგრაფი, იანა ყორბეზაშვილი, კოლეგას, გურამ მურადოვს, რუსთაველის გამზირზე გადააწყდა. „მგონი, ზურგზე რაღაცა მაქვს“, - უთხრა მან.

იანა ყორბეზაშვილი: „ეგრევე მივაცილე სასწრაფო დახმარების მანქანებთან, სადაც ექიმებმა დაუმუშავეს ზურგი და გადაიყვანეს საავადმყოფოში“.

საქმე VS საფრთხე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:39 0:00

რუსთაველზე გულწასული ხალხი ეყარა, ძირითადად მხუთავი გაზის გამო ხდებოდნენ ცუდად. დანარჩენები, ვინც ჯერ კიდევ გონზე იყო, მათ მოსულიერებას ცდილობდა.

დათო ქორიძე, რადიო თავისუფლება: „გამოჰყავდათ ხალხს, მაგრამ სასწრაფოებიც ვერ ახერხებდნენ ახლოს მოსვლას და ხელით მიყვანა უწევდათ. ზოგს ქაფი სდიოდა პირიდან, ზოგი თვალებს ვერ ახელდა, ქაოსი იყო“.

ერთი კადრის ისტორია
please wait

No media source currently available

0:00 0:01:08 0:00

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG