Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკო ავალიანი „რუსთავი 2“-ში თვეში 39 ათას ლარზე მეტს იღებდა - დეკლარაცია

ვაკო ავალიანი
ვაკო ავალიანი

პროსახელისუფლებო „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ვაკო (ვარლამ) ავალიანის ხელფასი ტელეკომპანიაში მუშაობის დროს თვეში 39 ათას ლარზე მეტი იყო. ამის შესახებ მან ჩაწერა დეკლარაციაში, რომელიც კატარში ელჩად მუშაობის გამო 3 იანვარს შეავსო, დოკუმენტი კი დღეს, 4 მარტს გასაჯაროვდა.

„რუსთავი 2“ წამგებიანი ტელევიზიაა - სს „მედია ჰოლდინგის“ 2024 წლის მონაცემებით, არხის ზარალი 114 მილიონ ლარს უტოლდებოდა.

დეკლარაციის მიხედვით, ვაკო ავალიანმა „რუსთავი 2“-ში (სს მედია ჰოლდინგ) მუშაობის დროს ჯამში 400 ათას ლარამდე თანხა აიღო:

  • როგორც დირექტორმა - 314 213 ლარი (8 თვეში);
  • როგორც კონსულტანტმა - 83 329 ლარი (2 თვეში).
ამონარიდი ვაკო ავალიანის დეკლარაციიდან
ამონარიდი ვაკო ავალიანის დეკლარაციიდან

რა ქონებას ფლობს?

ვაკო ავალიანი და მისი ცოლი, თამარ ქაფიანიძე ფლობენ ორ მიწის ნაკვეთს თბილისსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში, ასევე სამ ბინას თბილისში და ერთს ბათუმში.

გარდა ამისა, მისი ცოლის სახელზეა რეგისტრირებული 2025 წელს 185 000 ევროდ შეძენილი ბინა იტალიაში.

ამონარიდი ვაკო ავალიანის დეკლარაციიდან
ამონარიდი ვაკო ავალიანის დეკლარაციიდან

მოძრავი ქონება

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის დროს ვაკო ავალიანმა შეიძინა „ტოიტოა რავ 4“. 2024 წელს ამ ავტომობილში მან 119 000 ლარი გადაიხადა.

ამონარიდი ვაკო ავალიანის დეკლარაციიდან
ამონარიდი ვაკო ავალიანის დეკლარაციიდან

ფულადი აქტივები

თანხის დიდი ნაწილი ვაკო ავალიანის ცოლის საბანკო ანგარიშებზეა თავმოყრილი. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ცოლ-ქმარს საბანკო ანგარიშებზე ჰქონდათ:

26 ათას ლარზე მეტი;

21 ათას ევროზე მეტი;

36 ათას კატარის რეალზე მეტი (26 ათას ლარზე მეტი).

ამონარიდი ვაკო ავალიანის დეკლარაციიდან
ამონარიდი ვაკო ავალიანის დეკლარაციიდან

გარდა ამისა, ისინი ნაღდი ფულის სახით ინახავენ:

18 ათას ევროს;

11 ათას ლარს.

ამონარიდი ვაკო ავალიანის დეკლარაციიდან
ამონარიდი ვაკო ავალიანის დეკლარაციიდან

ვაკო ავალიანს ეკუთვნის აქციები, რომელთა ჯამური ღირებულება 28 ათას დოლზე მეტია.

ამონარიდი ვაკო ავალიანის დეკლარაციიდან
ამონარიდი ვაკო ავალიანის დეკლარაციიდან

ავალიანმა შვილების განათლებაში გასულ წელს 13 500 ევრო და 5400 დოლარი გადაიხადა.

ამონარიდი ვაკო ავალიანის დეკლარაციიდან
ამონარიდი ვაკო ავალიანის დეკლარაციიდან

„რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვაკო ავალიანი კატარში ელჩად 2025 წლის ნოემბერში დაინიშნა. ის ტელეკომპანიის დირექტორი იყო 2021 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG