Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პირველი შემთხვევა იყო, რომ საგაფიცვო პროცესი სიტყვაზე ნდობით დამთავრდა"


ვასილ ვარსიმაშვილი, მეტროს მემანქანე
ვასილ ვარსიმაშვილი, მეტროს მემანქანე

7 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო ვასილ ვარსიმაშვილი, მეტროს მემანქანე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ელექტრო-მატარებლის მემანქანეების დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირ "ერთობა 2013"-ის თავმჯდომარის მოადგილე. მან ილაპარაკა მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის შეწყვეტის მიზეზებსა და თბილისის მერიასთან შეთანხმების დეტალებზე. მეტროს მემანქანეების გაფიცვა სამ დღეს გაგრძელდა და 6 ივნისს თბილისის მერთან შეთანხმებითა და მეტროპოლიტენის ამუშავებით დასრულდა. რაზე მოილაპარაკეს გაფიცულებმა და დედაქალაქის მთავრობამ, რატომ შეწყვიტეს გაფიცვა მეტროს მემანქანეებმა? 4 ივნისს თბილისის მეტროპოლიტენის გაჩერების ფონზე თბილისის მერმა მემანქანეების გაფიცვას უწოდა "შანტაჟი საკუთარი მოქალაქეების მიმართ" და საზოგადოებას აუწყა, რომ მემანქანეებისთვის ხელფასის გაზრდა ნიშნავდა მეტროს საფასურის ავტომატურად გაზრდას, აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ მემანქანეთა ხელფასები "გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფოს დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების და თავად მეტროს სხვა თანამშრომლების ხელფასები". კახა კალაძემ 4 ივნისს აგრეთვე აღნიშნა, რომ მემანქანეთა გაფიცვა "მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებისკენ". 6 ივნისს კი, მას შემდეგ, რაც გაფიცვის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული, კახა კალაძემ განაცხადა: "მინდა მადლობა გადავუხადო თოთეულ მემანქანეს, რომ მათ არსებული მდგომარეობა გაითავისეს. მოხდა შეთანხმება, მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და შედეგი გვაქვს სახეზე, რომ მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას". თბილისის მერმა აგრეთვე განაცხადა: "ჩემი მხრიდან იქნა მიცემული პირობა, რომ 2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სამუშაო პირობები გაუმჯობესდეს". აღსანიშნავია, რომ თბილისის მერი პირველად მხოლოდ გაფიცვის ფონზე შეხვდა მეტროს მემანქანეებს. რა მოხდა 4 და 6 ივნისს შორის, რაზე შეთანხმდნენ მხარეები და რას მოელიან თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები? ვასილ ვარსიმაშვილი "დილის საუბრებში" ლაპარაკობს მოლაპარაკებების პროცესის დეტალებზე და ბოდიშს უხდის თანამოქალაქეებს მეტროს გაჩერებით გამოწვეული პრობლემების გამო: "დიდი მადლობა მოსახლეობას გაგებისთვის. სხვა რაღაცას უფრო მოველოდი ვიდრე ასეთ მხარდაჭერას":

ვასილ ვარსიმაშვილი მეტროს გაფიცვაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:17:36 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG