Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისიდენტობიდან პრეზიდენტობამდე. 10 წლის წინ ვაცლავ ჰაველი გარდაიცვალა

10 წლის წინ, 2011 წლის 18 დეკემბერს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ვაცლავ ჰაველი, ჩეხი დრამატურგი, დისიდენტური მოძრაობის წევრი და პოლიტპატიმარი. 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ჰაველი აირჩიეს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად, ხოლო 1993-დან 2003 წლამდე იყო ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ვაცლავ ჰაველმა, რომელმაც ბევრი გააკეთა დემოკრატიის დასამკვიდრებლად თავის სამშობლოსა და ყოფილი კომუნისტური ბლოკის სხვა ქვეყნებში, კარგად იცოდა დემოკრატიული საზოგადოების სისუსტე. „დემოკრატიის ბუნებრივი მინუსი ისაა, რომ ხელებს უბორკავს იმათ, ვისაც მისი სჯერა და, ამავე დროს, თითქმის ყველაფერს უშვებს მათთვის, ვინც სერიოზულად არ აღიქვამს მას“, - ამბობდა ის.

ვაცლავ ჰაველის ორმა მეგობარმა - ფოტოგრაფებმა ბოგდან ჰოლომიჩეკმა და ტომკი ნემეცმა - ფოტოფირზე აღბეჭდეს მისი ცხოვრების გზა.

XS
SM
MD
LG