Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აზერბაიჯანის საინვესტიციო ინტერესები საქართველოში ამოწურვადია"


17 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ ჭარაია, "თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის" დირექტორი. მან ილაპარაკა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებულ სტატისტიკაზე, რომელიც "საქსტატმა" გამოაქვეყნა. არსებული მონაცემებით, 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო ოდენობა იყო 1 მილიარდ 888 მილიონ 800 ათასი აშშ დოლარი. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა, მეორე ადგილს ნიდერლანდების სამეფო იკავებს, მესამეზეა თურქეთუ, მეოთხეზე - გაერთიანებული სამეფო და მეხუთეზე - ჩეხეთის რესპუბლიკა. საქართველოს ეკონომიკისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაზე საუბრისას ვახტანგ ჭარაიამ აღნიშნა, რომ საქართველოს საექსპორტო პროდუქციის 2/3 უცხოური ინვესტიციებით შექმნილ კომპანიებზე მოდის. "დილის საუბრების" სტუმარი ლაპარაკობს საქართველოში უცხოური ინვესტიციების როგორც რაოდენობრივ დინამიკაზე, ისე თვისებრივი ცვლილებების დინამიკაზე - ინვესტორთა ინტერესები და მიზნები დროთა განმავლობაში იცვლება. აღსანიშნავია ისიც, რომ უცხოური ინვესტიციების 45%-მდე ევროკავშირის ქვეყნებიდან მოდის.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG