Accessibility links

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ახალციხეში


ახალციხეში გაიმართა ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა აქცია. „ნუ მომკლავ“, „აღსრულდეს სამართლიანობა“, „მხარს ვუჭერთ სარალიძეების ოჯახს“, „დღეს მეც სარალიძე ვარ“, – ასეთი წარწერები ჰქონდა აქციის მონაწილეთა პლაკატებს. გამომსვლელები მიიჩნევენ, რომ იმ ახალგაზრდებმა, რომლებმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის დეტალები იციან, გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლონ. ახალციხეში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში გაიმართა. "გამომსვლელებს შორის, არ მინდა იყოს არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებმაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნან. თუ პოლიტიკური განცხადება გაკეთდება, მიკროფონს გავთიშავთ", – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა. დღესვე, სარალიძის სოლიდარობის აქცია გაიმართა ბორჯომშიც, რომელიც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG