Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10-ზე მეტი ადამიანის შეკრება ეკლესიებსაც შეეხება


პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ, 10-ზე მეტი კაცის შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას:

კითხვაზე, შეეხება თუ არა 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც და დაუწესდება თუ არა მასაც იგივე რეგულაციები, პრემიერმა განმარტა:

„მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“.

საქართველოში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG