Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზოგადი განათლების სისტემა საქართველოში


ავტორი: ვლადიმერ (ლუკა) ბერაია

მე ვლადიმერ (ლუკა) ბერაია ვარ. სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტიდან. საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე ვსწავლობ და მინდა ჩემი მომავალი საქმიანობა ამ სფეროში განათლების სისტემას დავუკავშირო... ბუნებრივია, ხშირად მქონია საუბარი საქართველოში არსებული ზოგდი განათლების სისტემის ავკარგიანობაზე და გარკვეული სტატიებიც გამომიქვეყნებია ზუსტად იმდაგვარი პლატფორმის გამოყენებით, როგორიც რადიო თავისუფლების „თავისუფალი სივრცეა“.

მაშასადამე, დავიწყოთ... დაწყება ყოველთვის რთულია, თუმცა მგონი აქ მარტივად ვიტყვი, რომ დღესდღეობით, ზოგადი განათლების სისტემა არათანმიმდევრულ ნაბიჯთა მსხვერპლია. აი, თუნდაც ბოლო რეზონანსული რეფორმა გავიხსენოთ. ბუნებრივია, ის, რომ საატესტატო გამოცდები საკმაოდ ხარვეზიანი მექანიზმი იყო სწავლის აკადემიური ხარისხის დასადგენად, ამაზე არც უნდა ვიდაოთ და ამ მხრივ მისი გაუქმება არ არის ლოგიკურ საფუძველს მოკლებული, თუმცა აქ ერთი ფაქტორი იკვეთება: ამ გამოცდების გაუქმებით აკადემიური შეფასების მექანიზმი მთლიანად სკოლა ხდება... მეტიც, ქართული სკოლა... ბუნებრივია, იმაში ცუდი არაფერია, რომ სკოლა თავადვე აფასებდეს იმას ვისაც მასზე უკეთ არც არავინ იცნობს განათლების სისტემაში, თუმცა აქვთ კი ქართულ სკოლებს ამის რეალური კომპეტანცია ან გამბედაობა? ვფიქრობ არა! (ბუნებრივია, ყველას ერთ ქვაბში არ მოვარშავ, რადგან, ჩემი აზრით, საბედნიეროდ გამონაკლისებიც არიან) მიმაჩნია ასე იმიტომ, რომ ზოგადი განათლების ქართული სისტემის განვლილ წლებს რომ დავუკვირდეთ ვერ ვნახავთ აქ ვერცერთი პრაქტიკული კვლევის რეალურ მექანიზმს, რომელიც დაგვიდასტურებდა სკოლაში დასაქმებულ კადრთა კომპეტენციის პრაქტიკულ მაგალითს(მხოლოდ თეორიის ცოდნა ვერ გაქცევს მასწავლებლად). შეიძლება ვინმემ იკითხოს, კი მაგრამ ხომ ხორციელდებოდა მასწავლებელთა გარე და შიდა დაკვირვების პროცესიო, თუმცა მე მას ვუპასუხებ: წინასწარ მრავლისგზის გავლილი რეპეტიცია ერთი დღის გაკვეთილისთვის სამსახიობო ოსტატობის შეფასება უფროა ვიდრე მასწავლებლობის... ისევ მიხეილ ბატიაშვილის ახალ რეფორმას დავუბრუნდები და ვიტყვი, მანამ სანამ ატესტატების გაცემა თავიდან ბოლომდე სკოლის კომპეტენცია გახდება, უმჯობესია ეს სკოლები შესაბამისად გადამზადნენ, დაკომპლექტდნენ მთლიანად კვალიფიციური კაადრებით და ამ კადრთა ხელმძღვანლებით, აი შემდეგ კი ნამდვილად ეფექტური იქნება სკოლათა ავტონომიური პრეროგატივის ზრდა და მათი კომპეტენციური გაფართოება, რადგან შეუძლებელია იყო რამე მნიშვნელოვანზე პასუხისმგებელი თუ არ ხარ ბოლომდე კვალიფიციური. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ავტონომიის გაძლიერება ძლიერი სკოლის პირობებში ნამდვილად საინტერესო რამ არის, გაუმართლებელი იქნება ერთჯერადი გაუმჯობესების შემდეგ მასზე მუდმივი პრაქტიკული კონტროლის მოხსნა.

მოდი ყველაფერს შევაჯამებ და ჩემეული ხედვიდან დასკვნას გამოვიტან... დღესდღეობით, სკოლები საჭიროებენ მკაცრ საკადრო და სტრატეგიულ პოლიტიკას, გაუმართლბლად მიმაჩნია სკოლებზე მათი ხარისხის პრაქტიკული კვლევის მექანიზმის არ არსებობა და წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ბიუროკრატიული სპექტაკლებისა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG