Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის მშენებარე სტადიონის შენობის პირველ სართულზე ჭერი ჩამოიშალა


შენობის ოთახებსა და დერეფანშიც ნესტის სუნი დგას.

ახალ სტადიონზე ჯერ მშენებლობის მხოლოდ პირველი ეტაპის სამუშაოებია შესრულებული. მერიაში ირწმუნებოდნენ, რომ მშენებარე სტადიონი უეფას მესამე კატეგორიას შეესაბამება. ჩატარებულ სამუშაოებს 9 მილიონი ლარი მოხმარდა. შემდეგი ეტპისთვის კი 8 მილიონამდეა გათვლილი.

დღეს ჟურნალისტებთან მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ განაცხადა, რომ ჭერი წვიმის წყალმა დააზიანა. მისივე თქმით, სამუშაოების ჩაბარების პირველი ეტაპი არ ითვალისწინებდა გადახურვას.

მაიზერ ნანავას სიტყვებით, პრობლემა რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა და ხარვეზების შესახებ სამშენებლო კომპანია „დაგს“ აცნობეს, რომელიც მას მალე გამოსწორებს. ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG