Accessibility links

"ვერ ვხვდები ამ სიას რა ფუნქცია აქვს. პოლიტიკური ფუნქცია არ აქვს"


27 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიციის "დევნილთა უფლებებისთვის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ. ზურაბ ბენდიანიშვილი თვლის, რომ სია წინააღმდეგობრივია და მისი ეფექტი მეტი იქნებოდა, ათვლის წერტილად აღებული რომ იყოს ოთხოზორიას მკვლელობა. სიაში სისხლის სამართლის საქმეებისთვის ბრალდებული/გასამართლებული პირების შეყვანა გაუგებარს ხდის დოკუმენტის, როგორც პოლიტიკური აქტის მნიშვნელობას. "დილის საუბრების" სტუმრის აზრით, ხელისუფლებას სიაში რომ შეეყვანა ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობებთან დაკავშირებული პირები, გაცილებით მეტი რეზონანსი ექნებოდა. ზურაბ ბენდიანიშვილი შენიშნავს, რომ სიაში მოხვედრილმა ზოგიერთმა პირმა შეიძლება ვერც ვერასდროს გაიგოს ამის შესახებ და ზოგიერთს კიდეც გაუხარდეს, რომ მისი სახელი სადღაც საერთაშორისო სიაში მოხვდა.

Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG