Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღია წერილი სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის 54-ე საჯარო სკოლის დირექტორ ქეთევან ჩოქურს


ავტორი: ბუთა ორჯონიკიძე

გამარჯობა ქალბატონო ქეთევან , მე ერთ-ერთი მოსწავლე ვარ, არც ისე ბევრი თქვენი სკოლის მოსწავლეთაგან, არ მიცნობთ, არ გაგიგიგათ ჩემზე, ვერც გაიგებდით, რადგან არ გამომიჩენია თქვენთან მეობრობის სურვილი და არც კლასის დამრიგებლისთვის ვიდექი იმ სიმაღლეზე რომ თქვენთან ჩამოვეშვი, შესაბამისად არ მიცნობთ, სახეზე ალბათ გეცოდინებით, ერთელ სახელი და გვარიც კი მკითხეთ, რომელიც, რა თქმა უნდა, აღარ გემახსოვრებათ, ისევე როგორც ძალიან ბევრი რამ და არც უნდა გახსოვდეთ, თქვენ ხომ სკოლის ზემდგომი და ხელშეუხებელი ღირსება ბრძანდებით. არსება, რომელსაც რაც ძალი და ღონე აქვთ უფრთხილდებიან, ყველანაირად ცდილობენრეალობას მოსწყვიტონ და ზედმეტად არ დათრგუნონ ან ზედმეტად არ ჩაახედონ სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. დიახ, თქვენ 54-ე საჯარო სკოლის დირექტორი ბრძანდებით, როგორი აღმატებითი თანამდებობაა...

რომ არ გემახსოვრებით და არც უნდა გახსოვდეთ ეს უკვე ვთქვი, თქვენ ასეთ ამბებს ალბათ არ იმახსოვრებთ, რადგან თქვენი ყოველდღიურობა სავსეა ასეთი ამბებით და ძალიან უმნიშვნელოა თქვენთვის. მე მახსოვს, მეტიც, მახსოვს და არასოდეს დამავიწყდება, თქვენც გაგახსენებთ: 2014 წლის დეკემბერი, წინა საახალწლო პერიოდი, ქველმოქმედების მიზნით 9ბ კლასი მიდის ბავშვთა სახლში, დიდი ჟრიამულითა და კონცერტით, რომლისთვისაც მთელი 1 სემესტრი ემზადებოდნენ, ბავშვთა სახლში, რომელიც სმენა დაქვეითებულთა და მუნჯთა ბავშვთა სახლია, კონცერტს მაინც ატარებენ (კონცერტს ყრუ-მუნჯთა ბავშვთა სახლში), ტკბილეული მიაქვთ და ასე „ეხმარებიან“ მათ. ამ ვიზიტის შემდეგ ერთ-ერთი მოსწავლე ვრცელ სტატუსს წერს ბავშვთა სახლის მდგომარეობის შესახებ, თუ როგორ ეპყრობიან ბავშვებს მომვლელები და როგორ ახორციელებენ მათზე ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას. ცდილობს ისეთი ადამიანისთვის ხმის მიწვდენას, რომელიც მას პრობლემის აღმოფხვრაში დაეხმარება. მეორე დღეს სკოლის მოსწავლეს ცრემლიანი და ჩახლეჩილი ხმით დამრიგებელი ურეკავს, რომელიც ეუბნება:

-„ბუთა! მე ამის გაკეთება გთხოვეთ თქვენ?! იცი რომ ამის გამო მე შეიძლება პრობლემები შემექმნას?! სამსახურიდან გამათავისუფლონ?!“

უშედეგო თავის მართლების და ახსნის შემდეგ თუ რა შუაშია დამრიგებელი ამ ყველაფერთან და რომ მას, მხოლოდ და მხოლოდ, სიტუაციის გამოსწორება სურდა, ყურმილში ყველაზე შემზარავი სიტყვები ესმის: (სიტყვები, რომლებიც დიალოგის განმავლობაში ბევჯერ განმეორდა):

-„ბუთა შენ შეცვლი ამ ქვეყანას?!“

დიახ, ეს ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი სიტყვებია ჩემს ცხოვრებაში, რომლებიც სულ მემახსოვრება. რადგან ეს იყო ჩემი პირველი შეტაკება უსამართლობასთან, საშინელ იმედგაცრუებასთან და დამოკიდებულებასთან, რომელსაც კიდევ უამრავჯერ შევეჩეხე თვენი წყალობით.

-გაგახსენდით?

ამის შემდეგ დამრიგებელი მოსწავლესსტატუსის წაშლისაკენ მოუწოდებს და ამბობს:“ახლავე წაშალე სტატუსი, ამის გამო შეიძლება სკოლას პრობლემები შეექმნას“. სკოლას და მაშასადამე თქვენც! შემზარავია! როგორ შეიძლება ვაკის პრესტიჟულ სკოლას, რომელიც ახლა უკვე სოფიკო ჭიაურელის სახელს ატარებს (ფანტასმაგორიული კავშირით) პრობლემები შეექმნას და მით უმეტეს მის დირექტორს! მოსწავლე სტატუსს შლის, დიახ მე ეს მოსწავლე ვარ, რომელიც ამ სტატუსის წაშლას დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნევს თავის ცხოვრებაში, მაგრამ ამხელა ზეწოლისა და ძალადობის შემდეგ გონივრულად ვერ ვიმოქმედე, ვერ შევძელი სიმართლის ბოლომდე დაცვა, არ ვიცოდი და კარგად ვერც ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, ვერ ვაცნობიერებდი, რომ სიმართლის თქმისა თუ დაწერის გამო შეიძლება ასეთი რამ გადამხდებონა თავს.

გაიხსენეთ, იფიქრეთ, მესმის, თქვენთვის რთულია გახსენება, რამდენი ასეთი ამბავი გადაგიტანიათ თუ მოგიკვარახჭინებიათ ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი მოსწავლისთვის წაგირთმევიათ სიტყვის თავისუფლება, გაგიჩუმებიათ და შემდეგ დაგივიწყებიათ ეს ყველაფერი, ნამვილად რთული იქნება გასახსენებლად.

„მე აქ თქვენ მინდა, რომ კაი ტიპები გაიზარდოთ“. ასე მოგვმართეთ ერთხელ, კლასში შემოსვლისას. რასაც, ერთმნიშვნელოვნად, ცდილობთ კარგ ტიპებს ნამდვილად აყალიბებს თქვენი სკოლა, მაგრამ რამდენად აღზრდის სრულფასოვან ადამიანებს, ეს სხვა საკითხია.

იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა კავშირში არ მისწავლია(?!), (მართალია ისტორისს პედაგოგი, რომელსაც მიაჩნია, რომ სკოლა არანაირ აღმზრდელობით დანიშნულებას არ ატარებს და ვერ ხვდება, რატომ უნდა აღიზარდოს ბავშვი სკოლაში, ხშირად გვიმეორებდა: „მოვა დრო და საბჭოთა იდეოლოგია დაბრუნდება, შეიძლება მე ამას ვერ მოვესწრო, მაგრამ მოვა დრო და აუცილებლად დაფასდება სტალინი და საბჭოთა კავშირი“, ალბათ თქვენც ზუსტად ამას ცდილობთ ასე მონდომებით) ყოველდღე ვრწმუნდებოდი იმაში, რომ არც გასნხვავებულ გარემოში მიმიღია საშუალო „განათლება“ და ახლა საბოლოოდ დარწმუნებული გწერთ წერილს.

ყოველ წელს თეატრის ბილეთების გასაღება, რაც, როგორც აღმოჩნდა, ბევრად უფრო პრიორიტეტული იყო სკოლასა თუ დამრიგებლისთვის ვიდრე ყველაფერი სხვა.

-„კლასში 30 ბავშვი ვართ და 25 ბილეთი მაინც როგორ ვერ უნდა გავასაღოთ“.

დიახ ასე იყო, გულმოდგინედ ასაღებდით ბილეთებს.

ერთ ჩვეულებრივ დილას სკოლაში მისულს დიდი ჩურჩული და გაუგებრობა დამხვდა კლასში, დიდი ხნის გაურკვევლობი შემდეგ კლასელებმა, როგორც იქნა, განმიმარტეს და ძალიან აფორიაქებულებმა ამიხსნეს რა ხდებოდა. საქმე შემდეგში მდგომარეობდა: ვიღაცას (ვისი ვინაობაც დღემდე უცნობია) ჩემი ორი კლასელის მიმოწერის ფოტოგამოექვეყნებინა, სადაც ერთი კლასელი მეორეს შიშველი ფოტოს გაგზავნას სთხოვდა, ისიც უგზავნიდა ფოტოს, რომელიც სახეზე იყო. ეს ამბავი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ამბავია, რომელსაც შევსწრებივარ და რომელიც სულ მახსენდება. დამოკიდებულება, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. მიმოწერის ნახვის შემდეგ კი, ფაქტობრივად, ყველა კლასელმა გოგოს ზურგი აქცია, ამ ყველაფერს დამატებული ჭკუის დარიგებებით, თუ როგორ შეიძლება მას ეს გაეკეთებინა და შეურაცხყოფით. ბიჭის მიმართ არავის არანაირი გაოცება თუ პროტესტი არ გამოუთქვამს, მან განაგრძო კლასში მოღვაწეობა ისევე ღირსეულად, როგორც მოღვაწეობდა. ამ ამბის მიჩქმალვა აღარ გამოვიდოდა, შესაბამისად დამრიგებელს უნდა ემოქმედა. მეორე დღეს კლასში შემოსულმა უკამყოფილო დამრიგებელმა გვისაყვედურა, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი დაგვეჯერებინა, უნდა გვრცხვენოდეს, რადგან დავიჯერეთ, რომ ჩვენმა კლასელმა ეს იკადრა. ბოლო დასძინა, რომ ეს ყველაფერი ფოტოშოპი იყო და გავიდა. ვინმეს ეს ამბავი გაახსენდა? ვინმემ იფიქრა ამის შესახებ? ვინმემ ბავშვზე იფიქრა? რეპუტაციის გარდა, ფიქრობთ რამეზე?

მაღლა მოთხრობილი ამბავი დიდი ხნის ჩავლილი იყო, როდესაც კარი გაიღო და დღემდე ჩემთვის გაუგებარი თანამდებობის დირექციის წარმომადგენელმა მასწავლებელს ჰკითხა: უნივერსიტეტიდან არიან მოსულები და შეიძლება შემოვიდნენო? ის კი, ცხადია, დასთანხმდა, რადგან დირექციის წარმომადგენლებს უარს არ ეუბნებიან(1) და გაკვეთილის გასაყვანად შესანიშნავი საშუალება ჩაუვარდა ხელში(2). საკითხი სკოლაში „სექსუალური განათლების“ გაკვეთილების ჩატარებას ეხებოდა. კითხვარი რამდენიმე ბავშვს დაურიგდა, მათ შორის მეც. კითხვარის შევსებისას საოცარმა ჩურჩულმა და აღშფოთებამ დაისადგურა, ცხადია, გასაკვირი იყო ჩემთვის, რადგან არ ველოდი 16 წლის მოზარდებში სიტყვა „სექსუალურის“ წაკითხვა თუ ასეთ აღშფოთებას გამოიწვევდა. დიდ აღშფოთებას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მეთაურობდა. ისინი კბილებით იცავდნენ, რას ნამდვილად არ ვიცი ალბათ, ღირსებას, ქართველობას, კაცობას და ქალობას. გაუჩერებლად ისმოდა შეძახილები:

-„არა, არა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ გაკვეთილების შემოღება“

- „ბარემ გაკვეთილებზე აკეთონ ყველაფერი“

-„ვერ გავიგე მას, რა წერია, რა სექსუალური განათლების გაკვეთილები, როცა დრო მოვა ყველაფერს გავიგებთ, აბა ძმაკაცები რისთვის გვყავს, წაგვიყვანენ, სადაც საჭიროა“

- „ვერ გავიგე ჩვენ დროს, რომ არ იყო ეს გაკვეთილები, ვერ ვაკეთებდით ვერაფერს თუ რა!“

აღშფოთება არ ცხრებოდა, ამაზე წინააღმდეგ წასულმა ძალიან ბევრი უაზრო, არაფრის მთქმელი და შეაურაცხმყოფელი რეპლიკა მივიღე.

-„ორჯონიკიძე შენ მართლა თვლი, რომ ეს გაკვეთლები უნდა არსებობდეს?!“

- „ორჯონიკიძე გაჩერდი! შენ ბიჭი ხარ!“

მომიგო მასწავლებელმა, ეს შესანიშნავი სიტყვები არ მაკმარა და გაკვეთილის შემდეგ კართან სალაპარაკოდ მიხმო. ამერიკის გარყვნილებაზე საუბრის, იმაზე თუ როგორ აქვთ 13 წლის გოგონებს ამერიკაში სექსუალური კავშირები და ვისურვებდი თუ არა გოგო შვილის ყოლის შემთხვევაში ჩემი შვილის ასეთ დღეში ჩაგდებას, ბოლოს კი ასეთი წინადადება მივიღე: „კარგი რა ორჯონიკიძე მე-11 კლასელმა ბავშვმა იმდენი კი უნდა იცოდეს, რომ ტუალეტში მარჯვენა ხელი არ გამოიყენოს“. ამ დიდი არუზაურის შემდეგ, მასწავლებელთა შეკრების ადგილებში ჩემი გვარი ხშირად ისმოდა, რომელსაც (ცხადია) შეცხადებებიც თან სდევდა. ამ თემის აბსურდულად წამოწევის შესაძლებლობას კი ხელიდან არ უშვედნენ, რადგან კიდევ ერთხელ გამოეხატათ გაოცება ამ გარყვნილების მიმართ.

ახლა კი ისტორია, რომლის მთავარი გმირიც უკვე თქვენ ხართ (წინა ისტორიების შემდეგ იფიქრებდით აქ ჩემზე არაფერი წერია და რა შუაში ვარო). ერთ დღეს კლასში თქვენი ერთ-ერთი დაქვემდებარებული პირი შემოვიდა (სამწუხაროდ, თანამდებობა ისევ არ ვიცი), კითხვარებს დაგირიგებთ სკოლასთან დაკავშირებით, უბრალოდ შეავსებთ და მორჩა, არანაირი სახელის და გვარის დაწერა საჭირო არ არის, ანონიმურობა დაცულიაო. კითხვარი სკოლის კეთილმოწობას ეხებოდა, მასწავლებლების სწავლების მეთოდებს, საპირფარეშოს სიმწყობრეს, მასწავლებლების თანამედროვეობას და ა.შ. ეს ყველაფერი მოსწავლეებს 1-დან 10 ქულამდე უნდა შეეფასებინათ. ათმა ბავშმა კითხვარი შეავსო და დაუბრუნა თქვენს ასისტენტს. მაღალი ქულები, როგორც აღმოჩნდა, არავის დაუწერია. ცოტა ხნის შემდეგ, ალეწილი სახით თქვენ შემოვარდით, უკან დამრიგებელი მოგსდევდათ. ცხადია, იმაზე 1 წამითაც კი არ გიფიქრიათ, რომ ასეთი დაბალი ქულების შემდეგ პრობლემა შეიძლება თქვენში ყოფილიყო. ანდა ეს როგორ უნდა გეფიქრათ? თქვენში როგორ შეიძლება პრობლემა იყოს? გეთანხმებით. შემოვარდით მერხზე დაეყრდენით, თავს ვეღარ იკავებდით, მაღალ ტემბრში გაბრაზებით საუბართან ერთად, ყველაფერს სათითაოდ გვამადლიდით, (ყველა პუნქტს, არა, ცილს ვერ დაგწამებთ, საპირპარეშოს კეთილ მოწყობაზე ტონს დაუწიეთ და გვითხარით თუ როგორ ცდილობთ ყოველდღე ამ პრობლემის მოგვარებას, ამ პუნქტის გარდა ყველაფერი დაგვამადლეთ, თან ხელში ერთი ბავშვის ნაშრობი გეჭირათ მაგალითისთვის, რომელსაც ყველაზე დაბალი ქულები ეწერა) თანამედროვე პედაგოგები გყოლიათ და აგერ, თურმე თანამედროვეობის განსახიერება გვერდით გიდგათ (ცოტა მერიდება კიდეც გაგრძელება). საბოლოო ჯამში, სკოლაში ზამთარში გათბობის ქონაც დაგვამადლეთ და კარის გაჯახუნებით გავარდით. აქ უკვე მონოსპექტაკლისთვის აპსპარეზი დამრიგებელს დარჩა:

-„თქვენ ხართ ძალიან უმადური და უზრდელი ადამიანები. უზრდელები და უმადურები ხართ. არც ერთი შევსებული არ ვარგა!“

ამის შემდეგ, ყველა ბავშვს ვინც ეს კითხვარი შეავსო ხელი ააწევინა და გვარები ჩაიწერა. შემდეგ პარალელური კლასი შეაქო, რადგან ისინი მიხვდნენ, რომ ასეთი რამ არ უნდა დაეწერათ და მაღალი ქულები დაწერეს. ბოლოს განგვიცხადა: „მე თქვენი დამრიგებელი მხოლოდ ფურცელზე ვარ!“.

აღარ ვიცი რამდენი რამ გავიხსენო და არც მინდა, ეს ყველაფერი ზოგათი სურათის წარმოსადგენად, ჩემი აზრით, სრულიად საკმარისია. თქვენს საგასტროლო ტურნეს, მეგობრებისგან შემდგარი ჯგუფით, რადგან მათ ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდით, ნაწილის სკოლაში შეძენის, ნაწილის კი სკოლაში მოყვანის შემდეგ. არც მასწავლებლების კონფორმიზმს და თვალებში ციცინს, თქვენს კაბინეტში ფუსფუსს, ყავის სმას და დაქალობაზე საუბარს აღარ მოვყვები. არც ფეისბუქზე დაწერილ ოდებს გაუგებარი ლათინური შრიფტითა და უამრავი გულის სხვადასხვა კომბინაციით. ეს ყველაფერი,ალბათ დიდ თავდაჯერებულობას განიჭებთ და თვითშეფასებასაც გიმაღლებთ.

-„არ შემარცხვინო ახლა ისე შედი მორცხვად, თან შეწუხდი და უთხარი არ ვიცოდი ქალბატონო ქეთევან-თქო, თავი დაიმორცხვე იცოდე.“

-„არ უყვარს დიდი წერილები და მართალიც არის, სად აქვს დიდი წერილების საკითხავი დრო“.

ეს და ყოველდღიურად ასეთი უამრავი წინადადება, თქვენ (დიადი დირექტორის) მიმართ თქმული.

კიდევ ერთი ისტორია გამახსენდა, ძალიან სახალისო ისტორიაა, ანეკდოტიც კი ურევია. მორიგ სასკოლო დღეს ერთ-ერთმა კლასელმა ორი პატარა მაგნიტური ბურთულა ყურის ბიბილოზე საპირისპირო მხარეს მიიდო და ამით „საყურე გაიკეთა“, კლასელი ბიჭია, სამწუხაროდ, ამის დაკონკრეტება აუცილებელია, შემდეგ კი მასწავლებელს მიმართავს:

ნახეთ მას, საყურე გავიკეთე.

(შეშფოთებული) მანახე ერთი ბიჭო! (ხვდება) დამეკარგე აქედან, შენ რა გითარი. ერთი ანეკდოტი გამახსენდა ამაზე და უნდა მოგიყვეთ: მიხოსთან მიდის შვილი და ეუბნება: მამი ნახე ყური გავიხვრიტეო, მიხო პასუხობს, ყურს ან პიდარასტები (ბოდიში თქვენთან) იხვრეტენ და საყურეს იკეთებენ ან მეკობრეებიო, რაღაც არ მინახავს შენ სახლში გემით მოსულიყავიო. არ გინდათ ბიჭებო არ გაიხვრიტოთ, აგერ ამხელა ქალი ვარ და არაფერში დამჭირვებია, კაცს რაში უნდა დასჭირდეს.

ძალიან კარგი ისოტორიაა, იმედია ბევრი იცინეთ თუ არა, მე ისე ვერ ვყვები, როგორც საჭიროა.

ალბათ ძალიან ბევრს ვწერ და თავიც შეგაწყინეთ, ბოლო ისტორიასაც მოვყვები, რომელსაც სკოლის ბოლო დღეს, ბოლო წუთებში შევესწარი და ვფიქრობ ამაზე სიმბოლურად და რეალისტურად არც უნდა დამთავრებულიყო ჩემი ამ სკოლასთან კავშირი.

ერთ-ერთ კლასში დამრიგებლის წამოჭრილ ინიციატივას დამკვირვებლისთვის საკვების ფულის შეგროვების თაობაზე, რომლის მიმართაც დამრიგებელი ზედმეტად მომთხოვნი აღმოჩნდა და ისიც კი თქვა, რომ აუცილებელი იყო ეს ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვეღარ ეღირსედებოდნენ მისგან ვერაფერს, კლასში ერთ-ერთმა (ცხადია, ის იყო კლასიდან ერთადერთი ადამიანი)ბავშვმა ფულის დადებაზეუარი განაცხადა, რის შემდეგაც კლასელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა (საერთოდ ძალიან რთულია უმრავლესობის წინააღმდეგ წასვლა, თქვენ ეს არ გეცოდინებათ). ამ ამბით შეურაცხყოფილი ბავშვი დამრიგებელთან მივიდა, ყველაფერი მოუთხრო და დამრიგებლის პასუხმაც არ დააყოვნა: „საქმე ისე არ უნდა გაიხადო რომ შეგაგინონ“.

ნამდვილად, უნდა გვაგინონ, ყველამ გვაგინოს, რადგან თქვენს დამოკიდებულებებს არ ვიზიარებთ. თქვენ კიდევ ამ დროს პარალელურად, ამ ყველაფრის მოგვარებით იქნებით დაკავებული, რომ რაიმემ სადმე არ გაჟონოს და ყველამ დროზე მიიღოს საკადრისი პასუხი თავისი სიმართლისათვის! თქვენთვის გინება და ძალადობაზე ძალადობით პასუხი, ჩვეულებრივი რამ არის. ასეთი კითხვით მიმართეთ თქვენს კაბინეტში ჩამოსულ ბავშვს: „ვთქვათ ქუჩაში მიდიხარ და ბიჭმა შეგაგინა რას იზამ?“სულმოუთქმელად ელით, რომ გიპასუხებენ:

„შევაგინებ!“

მაგრამ მინდა იმედი გაგიცრუოთ და გითხრათ: არ შევაგინებთ! ჩვენ მათ არასოდეს შევაგინებთ!

ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ეს წერილი არა მხოლოდ თქვენ, არამედმთელ სკოლას ეძღვნება (ვიმედოვნებ მიხვდით), უბრალოდ თქვენ, როგორც ამ დიდი და დიადი სკოლის სახელის ღირსეულად მატარებელს („სოფიკოს სახელობის სკოლაში ეს უნდა ხდებოდეს?“ ასე იცხადებთ ხოლმე) და მომუშავე ადამიანებისთვის ზემდგომ არსებას გწერთ, იმედი მაქვს წაიკითხავთ, იმის მიუხედავად, რომ არ გყვარებიათ დიდი წერილები.

საბოლოოდ კი მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ, რომელზეც გულახდილად მაინტერესებს პასუხი.

- ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ ყველაფერს, რასაც თქვენ ივიწყებთ ყველა ივიწყებს?

- ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ამდენი უსამართლობა ყოველთვის ჩუმად ჩაივლის და ამდენი უსამართლობის შემდეგ სოფიკო ჭიაურელისადმი მიძღვნილი კონცერტებისა თუ სპექტაკლების ჩატარებით გახვალთ ფონს?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG