Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1989 წელი: მარად უცვლელი ‘’დიდი ძმა’’


ავტორი: გიორგი გოგუა

1989 წლის მოვლენები, ისტორიული თვალსაზრისით გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდა, როგორც საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ახლებური გააზრების/კონფიგურაციის, ასევ,უშუალოდ საქართველოსადა მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესების აქტუალიზაციის თვალსაზრისით. გლობალურ ჭრილში აღნიშნული თარიღი დაკავშირებულია ცივი ომის პერიოდის დასასრულსა და ახალი - ‘’ერთ პოლუსიანი’’ პოლიტიკური სისტემის ფორმირების პროცესთან. თავისთავად ცხადია, რომ ამ ტიპის პოლიტიკურმა რყევებმა, განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ დააყენა ის პატარა სახელმწიფოები, რომელნიც თავის დროზე იძულების ძალით იქნენ გაწევრიანებულნი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ‘’ბოროტების იმპერიად’’ წოდებულმა, ამ ძალადობრივმა წარმონაქნმა, თავისი არსებობის მიწურულს კიდევ ერთხელ აამოქმედა ის ნაღმები, რომელიც სამხრეთ კავკასიაში - ავტონომიური რესპუბლიკებისა და ოლქების სახით ჰქონდა ჩადებული. 1985-1991 წლებში, ანუ ე.წ ‘’პერესტროიკიდან’’ - კომუნიზმის სრულ კრახამდე, ხელოვნური გზით, კიდევ უფრო გამწვავდა კრიზისები მთიანი ღარაბაღში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. კომუნისტური ნომენკლატურა, აღნიშნული რეგიონებში ვითარების დესტაბილიზაციის ხელშეწყობით, შეეცადა არ დაეშვა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

საქართველოს შემთხვევაში, აღნიშნული პროცესების ისტორიულ ექსკურსს ჯერ კიდევ ცარისტულ რუსეთამდე მივყავართ. სწორედ მეფის რუსეთის პერიოდიდან იწყება აფხაზეთის ‘’ათვისების’’ პორცესი, რაც გამოიხატა ადგილობრივიხალხის მასობრივად თურქეთში გადასახლებით (მუჰაჯირობა) იმ დორინდელ ისტორიულ წყაროებში, მაღალი რანგის რუსი სახელმწიფო მოხელეები, პირდაპირ მიუთითებდნენ აფხაზი ხალხის, როგორც ‘’საშიში და მავნე საზოგადოების’’ შესახებ, რომელის გასანეიტრალებლად, რეგიონში ეტაპობრივად დაიწყო ეთნიკურად რუსი მოსახელობის ჩასახლება. აღნიშნული პროცესი, გაგრძლედა XX საუკუნის 1918-1921 წლებში, მაშინ როდესაც კომუნისტებმა ხელთ იპყრეს ძალაუფლება და აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა - თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობა ისევ დაიძაბა.

ამდენად, ეთნიკური სეპარატიზმის ხელშეწყობა იყო, არის და რჩება რუსული აგრესიის გამოვლინებად და პოლიტიკური გავლნის მოპოვების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად. მიუხედავად ამისა ის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს, აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. დღევანდელი გადმოსახედიდან კი, (ორივე რეგიონის მილიტარიზაცია, რუსების მიერ სამხედრო ბაზების გახსნა) მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს მომავალ თაოებებს, ჰქონდეთ სწორი ისტორიულ-ფაქტობრივი ცოდნა, თუ საიდან იღებს დასაბამს და რას ემსახურება აღნიშნულ რეგიონებში რუსული გავლენის გაძლერება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG