Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი დანელია


ავტორი: ვალერი ბუკია

ორი ღერი რუსული თუ იცი და სადმე პოსტ საბჭოთა ქვეყნის რომელიმე მოქალაქეს გადაეყარე რაზე უნდა ესაუბრო თუ არა დანელიას ფილმებზე, მიმინოთი იწყებ, აფონიათი და პასპორტით აგრძელებ და არ დაიდარდოთი ასრულებთ. იხსენებთ კადრებს, ფრაზებს და იცინით ორივე....შენ ამაყი ხარ რომ ამ ფილმების რეჟისორი ქართველი იყო, მერე რა რომ ბალღობაში წაუყვანიათ მშობლებს და მოსკოვშია გაზრდილ დავაჟკაცებული, ქართველი რეჟისორია მაინც, მის ფილმებში ბლომადაა ქართული იუმორი. თუმცა ქართული სევდაც არ აკლია, არ დაიდარდო რად ღირს მარტო, სერგო ზაქარიაძის განსახიერებული პერსონაჟი რომ გამოიხედავს და აკანკალებული ხელებით ჩამოგორებულ ცრემლს მოიშორებს, ეზოში კი პატარები დოქს მიათრევენ, შენ ხარ ვენახი ჟღერს, ტანში ჟრუანტელის და ყელში ბურთის გაჩხერვის გარეშე ალბათ ვერც უყურებ ამ კადრს....

აფონია? მანდ ხომ მთელი სიყვარულითაა გადმოცემული უბრალო რიგითი რუსი ადამიანის ყოფა, ხსნას ალკოჰოლსა და მერე ბოლოს სოფელში გადაბარგებაში ხედავს, ფრაზები, მიმიკები?

„ტრეტიმ ბუდეშ?“ - ეს ხომ უკვდავი ფრაზაა, სამ მანეთიანი „პოლლიტრა“ არყის ყიდვის წილში ჩასასმელად რომ მესამეს ეძებენ, რომელსაც როგორც მათ მანეთი უჭყავის ჯიბეში. მე მაგ დროს არ მიცხოვრია, თუმცა ვისაც უცხოვრია იმათგან მსმენია ამ ტრადიციის შესახებ, მამაჩემიც კი შესწრებია, მოსკოვის ერთ-ერთ მეტროსთან ორი ლოთი იდგა და ყვიროდნენ თურმე: ბაშაშკინ! ბაშაშკინ! (ანუ მესამეს ვეძებთო)

ანატოლი ბაშაშკინი, რუსი ფეხბურთელი ყოფილა, რომელიც 3 ნომრიანი მაისურით გამოდიოდა, მას 40-50-იანებში უბურთავია თბილისსა და მოსკოვში, ამ ისტორიასაც მოუყვები იმ შენს თანამოსაუბრეს, შეიძლება იქვე სადმე გადაკვრაც მოგინდეთ, შეხვალთ სადმე იაფასიან ბუფეტში, გადაჰკრავთ არაყს და ლუდს, როგორც აფონიაში ლეონოვის და კურავლიოვის განსახიერებული პერსონაჟები და ელცინის, პუტინის და რუსი ოლიგარქებისა და ჩინოვნიკების დედებსაც მოიკითხავთ ცუდ კონტექსტში, ხალხის გადამტერების და გაღატაკების გამო, გაიხსენებთ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და უკრაინას, ომებს, დევნილებს, კაპიკებად ჩაგდებულ დიდ საწარმობს, სიღატაკესა და შიმშილს მთელს პოსტ-საბჭოეთში...და ისევ სევდა შეგიპყრობთ, თუმცა ბოლოს მაინც იმედიანად შორდებით ერთმანეთს, დანელიას ფილმების წყალობით და ჩიტო გვრიტოს ღიღინით.

დაშორდები და გულში ჟუჟუნა წვიმას ღიღინებ, იმ ებრაელივით ვალიკო მიზანდარი რომ დაურეკავს მიუნხენის ფოსტა-ტელეგრაფიდან თელავის ნაცვლად თელ-ავივში....

ბრიტანეთში დედოფალი სერის ტიტულს გადასცემს იმ მოღვაწეს ვისაც კი ბრიტანული კულტურისთვის, მეცნიერებისთვის ან სპორტისთვის მსოფლიო აღიარება მოუპოვებია, თუ ვინმე ასეთ ტიტულს იმსახურებს ქართველებისგან ეს დანელიაა, თუმცა ვინ ვის და რა უნდა მიანოჭოს, აქ მონარქია აღარაა, თან ამ ბოლო დროს ქართული მონარქიის მემკვიდრეები სამეფო ორდენების გაყიდვის, ერთმანეთის ცემა-ტყეპისა და მერე სასამართლოებში სირბილის მეტს არაფერს აკეთებენ....

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG